ინდივიდუალური მეწარმე vs შპს: რომელი სამეწარმეო სტრუქტურა შეესაბამება თქვენ ბიზნესს საქართველოში?

Обновлено:

ბიზნესის დაწყება უამრავ გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული და ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამართლებრივი ფორმის განსაზღვრაა. მცირე ბიზნესის მფლობელებისა და კომპანიის დამფუძნებლებისთვის, რომლებიც ქართულ ბაზარზე შესვლას განიხილავენ, ძირითად არჩევანს ამ ორ სამართლებრივ ფორმას შორის აკეთებენ: ინდივიდუალური მეწარმე vs შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).

ეს გადაწყვეტილება გაცილებით მეტს განსაზღვრავს, ვიდრე უბრალოდ საჭირო მოსამზადებელი დოკუმენტების რაოდენობაა. ის გავლენას ახდენს თქვენს პირად ფინანსურ რისკებზე, საგადასახადო ვალდებულებებსა და ბიზნესის მასშტაბურობაზე. წინამდებარე სახელმძღვანელო დაგეხმარებათ გაიგოთ განსხვავება ბიზნესის ამ ორ სამართლებრივ ფორმას შორის და შეაფასოთ, საქართველოს საგადასახადო რეჟიმზე დაყრდნობით, რომელი მათგანი შეესაბამება თქვენს ბიზნეს საჭიროებებს.

What it means to be an Individual Entrepreneur in Georgia?

საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია ბიზნესის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა. პროცესი ნაკლებ ბიუროკრატიასა და ფორმალობებთან  არის დაკავშირებული, თუმცა, მაინც, მნიშვნელოვანია პროფესიონალი იურიდიული მრჩეველის კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ დოკუმენტაციის მომზადებასა და განაცხადის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაში.

ინდივიდუალური მეწარმის განმსაზღვრელი მახასიათებელია ის, რომ თქვენსა და თქვენს ბიზნესს შორის სამართლებრივი გამიჯვნა არ არსებობს. მოგებას მთლიანად ინარჩუნებთ, მაგრამ ყველა ვალდებულებებისთვის თავად ხართ პასუხისმგებელი ხართ პირადი ქონებით.

ბიზნესის ეს სამართლებრივი ფორმა საუკეთესოა: ფრილანსერებისთვის, IT სპეციალისტებისთვის და კონსულტანტებისთვის, რომლებსაც სურთ ბიზნეს-იდეის გამოცდა, ბაზარზე სწრაფად შესვლა და პასუხისმგებლობის მინიმალური რისკი.

მზად ხართ საქართველოში ბიზნესის დასაწყებად?

ნუ გაუმკლავდებით სამართლებრივ და საგადასახადო სფეროს მარტო. დაჯავშნეთ კონსულტაცია ჩვენს ექსპერტ მრჩევლებთან დღესვე, რათა უზრუნველყოთ სწრაფი, შესაბამისი და ეკონომიური რეგისტრაცია.

რა არის შპს საქართველოში?

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) არის იურიდიული პირი, რომელიც თქვენსა და ბიზნესს შორის მკაფიო სამართლებრივ მიჯნას ადგენს. ამ სტრუქტურის ფარგლებში, შპს დებს ხელშეკრულებებს, ფლობს ქონებას და იღებს ვალდებულებებს კომპანიის სახელით.

ინდივიდუალური მეწარმისგან განსხვავებით, შპს გთავაზობთ „კორპორაციულ ფარს“. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი ფინანსურ სირთულეებს, სამართლებრივ დავებს ან დაუფარავ ვალებს გადააწყდება – ამაზე კომპანიაა პასუხისმგებელი და არა თქვენ, როგორც ფიზიკური პირი. თქვენი პირადი დანაზოგი, ქონება და სხვა აქტივები უსაფრთხოდ დაცული რჩება.

ეს სამართლებრივი ფორმა საუკეთესოა: მასშტაბური სტარტაპებისთვის, სააგენტოებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებიც გეგმავენ გუნდის ზრდას, პარტნიორების მოზიდვას ან ინვესტორებთან მუშაობას.

საგადასახადო განაკვეთების შედარება: 1%-იანი გადასახადი vs 15%-იანი დივიდენდის გადასახადი

გადაწყვეტილების მიღებისას საგადასახადო ვალდებულებებს შორის სხვაობა ხშირად განმსაზღვრელი ფაქტორია.

ინდივიდუალური მეწარმის საგადასახადო უპირატესობა

საქართველო ინდივიდუალურ მეწარმეებს სთავაზობს მცირე ბიზნესის სტატუსით რეგისტრაციის შესაძლებლობას, რაც საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 1%-იანი განაკვეთი. ეს ამიერკავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთია.

  • მოთხოვნა: თქვენი წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.
  • სარგებელი: ფრილანსერებისთვის ეს განსაკუთრებული უპირატესობაა. ვალდებულებები მარტივია: კვარტალური დეკლარაცია, მთლიანი შემოსავლის 1%-ის გადახდა და კომპლექსური ბუღალტრული დათვლების გარეშე მუშაობა.

შპს-ის საგადასახადო მოდელი

შპს საქართველოში ფუნდამენტურად განსხვავებული საგადასახადო მოდელით მუშაობს. საქართველო იყენებს განაწილებული მოგების გადასახადის სისტემას, რაც იმას გულისხმობს, რომ მოგება არ იბეგრება მანამ, სანამ იგი აქციონერებს არ გაუნაწილდება.

  • მოთხოვნა: მაშინვე, როცა აქციათა მფლობელები თანხას დივიდენდის სახით გაიტანენ, 15%-იანი გადასახადი ავტომატურად გავრცელდება.
  • სარგებელი: თუ მოგებას ხშირად არ გამოიტანთ და ბიზნესის ზრდაში ხელახლა ჩადებთ, საგადასახადო ტვირთის ეფექტიანად მართვა შეგეძლებათ.

ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომელი სტრუქტურა შეესაბამება თქვენს გრძელვადიან მიზნებს საქართველოში?

პასუხისმგებლობის შედარება: პირადი ქონების რისკი vs კორპორატიული ფარი

  • ინდივიდუალური მეწარმე: პირადი ქონებრივი რისკი გაქვთ. თუ ბიზნესის მიმართ დაიწყება სასამართლო წარმოება ან გაქვთ ვადამოსული ვალდებულებები, თქვენი პირადი საბანკო ანგარიშები და ქონება ამ ვალდებულებების დასაფარად იქნება გამოყენებული.
  • შპს: სარგებლობთ „კორპორაციული ფარით“. თქვენი პასუხისმგებლობა შეზღუდულია კომპანიაში შეტანილი კაპიტალით. მაღალი რისკის ან მაღალი ღირებულების სამუშაოებისთვის (კლიენტის მონაცემების დამუშავება, მსხვილი პროექტები), ეს დაცვა ადვილად ამართლებს დივიდენდის გატანისთვის არსებულ მაღალ საგადასახადო ტვირთს.

ბიზნეს სამართლებრივი სტრუქტურის არჩევა – ინდივიდუალური მეწარმე vs შპს

ბიზნეს სამართლებრივი სტრუქტურის არჩევა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენი სამეწარმეო საქმიანობის ეტაპზე და მის მომავალთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. საქართველოში მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის ძირითადი არჩევანია – ინდივიდუალური მეწარმის სახით მუშაობა, ან ეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაარსება.

თუ დამოუკიდებლად მუშაობთ და ბაზარზე სწრაფად ფუნქციონირების დაწყება გსურთ, სტატიაში ნახსენები ფაქტორების გათვალისწინებით, ინდივიდუალური მეწარმის სახით რეგისტრაცია უფრო მიზანშეწონილია. მცირე ბიზნესის სტატუსის 1%-იანი განაკვეთი კომფორტული ფინანსური არჩევანია. თუმცა, თუ თქვენი გეგმები და მოლოდინები უფრო მასშტაბურია, გეგმავთ გუნდის გაზრდას და დგახართ მნიშვნელოვანი ვალდებულებითი რისკების წინაშე, შპს-ის დაფუძნება სწორი სტრუქტურა და მყარი არჩევანია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, არჩევანიდან გამომდინარე, გვერდით გყავდეთ პროფესიონალი იურიდიული მრჩეველი, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტული სამართლებრივი მოთხოვნების, საბუთების, ვადებისა და პროცედურების დეტალურ ანალიზში და ამ ყველაფერს თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის დროისა და ხარჯების კუთხით ოპტიმალურს გახდის.

ხშირად დასმული კითხვები

რა სხვაობაა ინდივიდუალური მეწარმისა და შპსის საგადასახადო განაკვეთებს შორის საქართველოში?

ინდივიდუალური მეწარმისა და შპს-ის შედარებისას საგადასახადო მოდელები ფუნდამენტურად განსხვავებულია. ინდივიდუალური მეწარმე შეიძლება დარეგისტრირდეს მცირე ბიზნესის სტატუსით, რაც საშუალებას აძლევთ მეწარმეებს გადაიხადონ მთლიანი შემოსავლის 1%-იანი გადასახადი (500 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში). ეს ფრილანსერის გადასახადების ეფექტიანად მართვის საფუძველს ქმნის. შპს კი განაწილებული მოგების მოდელით მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ 15%-იანი გადასახადი ვრცელდება მაშინ, როცა მფლობელები ფულს დივიდენდის სახით გამოიტანენ.

როგორ მუშაობს პასუხისმგებლობა საქართველოში ინდივიდუალური მეწარმისა და შპსის შემთხვევაში?

ინდივიდუალური მეწარმის სახით მუშაობა (რაც ფაქტობრივად ერთპიროვნულ საკუთრებას წარმოადგენს) პირად ქონებრივ რისკთანაა დაკავშირებული – თქვენსა და ბიზნესსა შორის სამართლებრივი გამიჯვნა არ არსებობს, შესაბამისად, ყველა ვალდებულებაზე პირადად ხართ პასუხისმგებელი. შპს უზრუნველყოფს „კორპორაციულ ფარს” – თქვენი პირადი დანაზოგი და ქონება დაცული რჩება, თუ ბიზნესსა ფინანსური სირთულეები შეექმნება ან სამართლებრივ დავაში ჩაება.

რომელი სამართლებრივი სტრუქტურა ჯობს ჩემი ბიზნესისთვის საქართველოში?

სწორი არჩევანი თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული. ინდივიდუალური მეწარმის სახით რეგისტრაცია ზოგადად საუკეთესოა მაგ: თვითდასაქმებულებისთვის, ფრილანსერებისა და IT სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ ბაზარზე სწრაფი შემოსვლა, დაბალი საგადასახადო ვალდებულებები, ნაკლები ბიუროკრატია რეგისტრაციის მიზნებისთვის. შპს-ის დაარსება სწორი სტრუქტურაა მასშტაბური სტარტაპებისთვის, სააგენტოებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც გეგმავენ გუნდის ზრდას, მოგების ხელახლა ინვესტირებას ან კორპორატიულ კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, რომლებიც კონკრეტულად კომპანიასთან და არა ინდივიდუალურ მეწარმესთან ითხოვენ ურთიერთობას.

დაუკავშირდით ჩვენს გუნდს, რათა მიიღოთ თქვენს საქმეზე მორგებული და პროფესიონალური კონსულტაცია!

bg1

ყველა შეკითხვისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ!

უფასო იურიდიული კონსულტაცია

MB Legal-ში გვჯერა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ხარისხიან იურიდიულ რჩევაზე. ამიტომ ჩვენ პოტენციურ კლიენტებს გთავაზობთ იურისტის უფასო კონსულტაციას. უფასო იურიდიული დახმარება საშუალებას გაძლევთ განიხილოთ თქვენი სამართლებრივი საკითხები გამოცდილ იურისტთან მანამ, სანამ ვალდებულებას ავიღებთ სრულ წარმომადგენლობაზე.

ჩვენი უახლესი ბლოგ პოსტები

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: თქვენი უფლებები და ვალდებულებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: თქვენი უფლებები და ვალდებულებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს სტანდარტებს, რომლებიც უნდა დაიცვან როგორც კერძო კომპანიებმა, ასევე სახელმწიფო უწყებებმა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია საქართველოში: შპს ან სს

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია საქართველოში: შპს ან სს

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში: გაიგეთ პროცედურა, დოკუმენტები და ნაბიჯები, რათა თქვენი ბიზნესი ოფიციალურად დაარეგისტრიროთ.