პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი განმარტავს, რომ პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ეს შეიძლება იყოს სახელი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა.
პერსონალური მონაცემების განმარტება მოიცავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა:
- რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილება
- პოლიტიკური შეხედულებები
- რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი
- პროფესიული კავშირის წევრობა
- ჯანმრთელობის მდგომარეობა
- სქესობრივი ცხოვრება
- ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსი
- მსჯავრდება, ნასამართლობა, განრიდება, პატიმრობა
- ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემები
რა არის კონფიდენციალური ინფორმაცია? ეს არის მონაცემები, რომელთა დამუშავება მოითხოვს განსაკუთრებულ დაცვას და, როგორც წესი, მონაცემთა სუბიექტის მკაფიო თანხმობას.