
პერსონალურ მონაცემთა დაცვა: თქვენი უფლებები და ვალდებულებები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს სტანდარტებს, რომლებიც უნდა დაიცვან როგორც კერძო კომპანიებმა, ასევე სახელმწიფო უწყებებმა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას.
თუ გსურთ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ადგილობრივი კანონმდებლობა, საგადასახდო სისტემა და ბიზნეს საქმიანობისთვის დადგენილი მოთხოვნები. საქართველო გთავაზობთ მოქნილ საგადასახადო სისტემას, შეღავათებს და გამარტივებულ პროცედურებს, რაც ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში ხდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ბიზნესის რეგისტრაცია რეესტრის მიერ დადგენილი პროცედურების წარმატებით გავლას გულისხმობს, აღნიშნული პროცედურების მარტივად და სწრაფად გასავლელად კი მნიშვნელოვანია გამოცდილი სპეციალისტის მხარდაჭერა. ჩვენი ფირმის კორპორატიული იურისტები დაგეხმარებიან მოამზადოთ საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი და თავიდან აირიდოთ ნებისმიერი სამართლებრივი გართულება. დაუკავშირდით ჩვენს იურისტებს და მიიღეთ იურიდიული მხარდაჭერა დღესვე.
ბინზესის რეგისტრაცია იწყება თქვენი ბიზნესის ხასიათისა და მიზნების შესაფერისი სამართლებრივი ფორმის შერჩევით. საქართველოში შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ შემდეგი სახის მეწამრე სუბიექტები:
ადგილობრივი ბიზნესი:
უცხოური ბიზნესი:
სამართლებრივი ფორმის შერჩევა
ბიზნესის ხასიათისა და მიზნებიდან გამომდინარე, აირჩიეთ შესაფერისი ორგანიზაციული ფორმა. გაითვალისწინეთ თქვენი ბიზნესის მასშტაბი, დაფინანსების საჭიროება და რისკის მართვის სტრატეგია.
კომპანიის სახელის შერჩევა
სახელწოდება უნდა იყოს უნიკალური და შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს. სახელის არჩევისას შეგიძლიათ გადაამოწმოთ მისი ხელმისაწვდომობა საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე.
სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადება
განცხადება ბიზნესის რეგისტრაციაზე მოიცავს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას. წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორე უზრუნველყოფს რეგისტრაციის წარმატებულობას.
დოკუმენტების წარდგენა საჯარო რეესტრში
ყველა აუცილებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბიზნესის რეგისტრაცია სრულდება 1 სამუშაო დღეში, დაჩქარებული პროცედურით კი იმავე დღეს.
ამონაწერის მიღება
საჯარო რეესტრიდან მიღებული ამონაწერით დასტურდება როგორც კომპანიის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ისე თქვენი კომპანიის საგადასახადო რეგისტრაცია (ხორციელდება ავტომატურად), რის შემდგომაც საჭიროა ელექტრონული დეკლარირების სისტემის გააქტიურება.
საბანკო ანგარიშის გახსნა საქართველოში
საქართველოში გახსნილი საბანკო ანგარიშის ქონა აუცილებელია კომპანიის ფინანსური ტრანზაქციების შესასრულებლად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი კომპანია საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიის ფილიალი ან შვილობილი კომპანიაა.
თუ ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და მოქნილი საგადასახადო სისტემით სარგებლობა გსურთ, ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის უპირატესობები მათ შორის მოიცავს სწრაფ რეგისტრაციას (24 საათზე ნაკლებ დროში), საკრედიტო და საინვესტიციო პროგრამებზე წვდომას, უცხოელი მოქალაქეების მიერ ბიზნესის ფლობის შესაძლებლობას, ფიზიკური დასწრების საჭიროების არარსებობას, 50-ზე მეტ ქვეყანასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებებს და ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის მოხერხებულ სისტემას. საყურადღებოა ქვეყნის მიერ შემოთავაზებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები, რომლებიც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი იურისდიქციის პოზიციონირებას.
საქართველოში მოქმედებს რამდენიმე შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ესენია მიკრო ბიზნესისა და მცირე ბიზნესის სტატუსებისთვის დადგენილი ქვემოთ განხილული საგადასახადო რეჟიმები.
ასევე კონკრეტული ბიზნეს საქმიანობებისთვის დადგენილი შეთავათები, როგორიცაა:
ვირტუალური ზონის პირის სტატუსი – აღნიშნული სტატუსის უპირატესობებია: არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება; საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით; საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა არ იბეგრება ექსპორტის გადასახდელით; ხარჯების გამოქვითვა ხდება პროპორციულად – საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი – აღნიშნული სტატუსის უპირატესბობებია: საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთი (5 პროცენტი); დაქირავებულთა ხელფასები დაბეგვრის განაკვეთი (5 პროცენტი); გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება; შესაძლებელია დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შემცირება საქართველოში გაწეული ხელფასისა და კვლევითი ხარჯებით; ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის გამიზნული ან გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) გათავისუფლებულია გადასახადისაგან.
აირჩიოთ თქვენი ბიზნეს მიზნებისა და საქმიანობისთვის შესაფერისი სამართლებრივი ფორმა
დაარეგისტრიროთ თქვენი კომპანია საჯარო რეესტრში
გაააქტიურეთ თქვენი საგადასახადო პორტალი
გახსენით კომპანიის საბანკო ანგარიში
საჭიროების შემთხვევაში, მიიღეთ თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელი ნებართვები და ლიცენზიები.
მოიპოვეთ თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესაბამისი შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი/სტატუსი
500+ წარმატებული კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში და საზღვარგარეთ
უმაღლესი ხარისხის მომსახურება ( უმაღლესი შეფასება სხვადასხვა პლატფორმებზე)
პროფესიონალი იურისტების მხარდაჭერა,რაც ამცირებს არასაჭირო ბიზნეს დანახარჯებს
სწრაფი და ეფექტური პროცესები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია მრავალი მიზეზის გამოა ხელსაყრელი, მათ შორის:
მოქნილი საგადასახადო სისტემა და შეღავათიანი დაგებვრის რეჟიმები
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბიზნესის ფლობა არ არის შეზღუდული
კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი ფიზიკური დასწრება
ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება 50+ ქვეყანასთან
ყველაფერთან ერთად, საქართველოში მოქმედებს დოკუმენტაციის ელექტრონული მართვის სისტემები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც საგადასახადო, ისე მარეგისტრირებელ ორგანოებთან საჭირო დოკუმენტებისა და ანგარიშგებების წარდგენას.
სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებს
წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30,000 ლარს
2 კალენდარული წლის მონაცემებით, თითოეული წლისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს
არ არის დადგენილი
ნებისმიერი კანონით დაშვებული საქმიანობის განმახორციელებელს
საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია სრულდება 1 სამუშაო დღეში, დაჩქარებული პროცედურით კი იმავე დღეს.
დიახ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ კომპანიის რეგისტრაცია შეზღუდვების გარეშე.
დიახ, კომპანიის რეგისტრაციისთვის აუცილებელია იურიდიული მისამართი. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ იურიდიული მისამართის სერვისიც.
ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ ინდივიდუალურ მეწარმედ. შემდეგ კი უნდა მიმართოთ საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
ნომინალური დირექტორის დანიშვნა საქართველოში დასაშვებია, ლეგიტიმური მიზნისა და რეალურ მფლობელთან გამჭვირვალე შეთანხმების არსებობისას.
განცხადების ფორმა შეგიძლიათ შეავსოთ საჯარო რეესტრის ოფისში. თუმცა, სწორი რეგისტრაციისთვის უმჯობესია ისარგებლოთ ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით.
უბრალოდ შეავსეთ ფორმა და მოგვანდეთ დანარჩენი.
საქართველო ხდება ვირტუალური აქტივების რეგულირების მნიშვნელოვანი იურისდიქცია. MB Legal აწვდის კლიენტებს კონსულტაციებს კრიპტოვალუტების, ციფრული ტოკენებისა და შესაბამისი სერვისების სამართლებრივ რეგულაციებზე.
მეტის გაგებაპროფესიონალური იურიდიული დახმარება საბანკო სამართალში საქართველოში. MB Legal გთავაზობთ სრულ მომსახურებას ფინანსური ინსტიტუტებისთვის და რეგულაციური შესაბამისობისთვის.
მეტის გაგებაგაიგეთ ჩვენი მომსახურების შესახებ ვირტუალური ზონებისა და IT-ქანონის რეგულირებაში საქართველოში, რაც დაეხმარება თქვენს ბიზნესს წარმატებით განვითარდეს ამ პერსპექტიულ ინდუსტრიაში.
მეტის გაგებაგქონდეთ კითხვა ან გჭირდებათ საგადასახადო რჩევა? შეავსეთ ფორმა და დაუკავშირდით MB Legal-თან. ჩვენ დაგეხმარებით თქვენს ბიზნესის სამართლებრივ განვითარებაში.
მეტის გაგებაშრომის სამართალი წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესებს შორის. ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები და დაახლოვა ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
მეტის გაგებაბიზნეს სამართალი და კორპორაციული სამართალი წარმოადგენს ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარს. კარგად ორგანიზებული სამართლებრივი სტრუქტურა და პროფესიონალური იურიდიული მხარდაჭერა აუცილებელია კომპანიის სტაბილური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.
მეტის გაგებაMBlegal გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად საქართველოში – პატენტები, სავაჭრო ნიშნები და საავტორო უფლებები.
მეტის გაგებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც იცავს ფიზიკურ პირთა პირად ინფორმაციას და ადგენს წესებს დამმუშავებელი პირებისა და ორგანიზაციებისთვის. კანონის დაცვა არის არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულება, არამედ კარგი ბიზნეს პრაქტიკა, რომელიც ზრდის ბიზნესის სანდოობასა და რეპუტაციას. MB Legal-ის გუნდი მზად არის დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესისა და საქმიანობის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობის უზრუველყოფაში.
მეტის გაგებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს სტანდარტებს, რომლებიც უნდა დაიცვან როგორც კერძო კომპანიებმა, ასევე სახელმწიფო უწყებებმა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას.
კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში: გაიგეთ პროცედურა, დოკუმენტები და ნაბიჯები, რათა თქვენი ბიზნესი ოფიციალურად დაარეგისტრიროთ.