
პერსონალურ მონაცემთა დაცვა: თქვენი უფლებები და ვალდებულებები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს სტანდარტებს, რომლებიც უნდა დაიცვან როგორც კერძო კომპანიებმა, ასევე სახელმწიფო უწყებებმა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას.
ბინადრობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელიც პირს საშუალებას აძლევს იყოს სხვადასხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობის მხარე. თითოეული ბინადრობის ნებართვა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს უცხოელი მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, სწორი ინფორმაცია გაგიადვილებთ ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცესს.
ბინადრობის ნებართვა გაძლევთ საშუალებას:
გქონდეთ საქართველოში ცხოვრების იურიდიული უფლება
გქონდეთ წვდომა საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მომსახურებაზე
გქონდეთ წვდომა სახელმწიფო სერვისებზე
საქართველო გთავაზობთ სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვებს:
შრომითი ბინადრობის ნებართვა იდეალურია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის. იგი გაძლევთ უფლებას განსაზღვრული ვადით იმუშაოთ საქართველოში. შრომითი ბინადრობის ნებართვის უპირატესობებია:
სასწავლო ბინადრობის ნებართვა სპეციალურადაა შექმნილი სტუდენტებისთვის. იგი საშუალებას გაძლევთ სწავლა გააგრძელოთ საქართველოს აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებებში. სასწავლო ბინადრობის ნწბართვის უპირატესობებია:
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციას. თუმცა, იძლევა მრავალ სტრატეგიულ უპირატესობას, მათ შორის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობას. ის განკუთვნილია უცხოელი ინვესტორებისთვის ან
საქართველოში უძრავი ქონების მფლობელთათვის. ძირითადი მოთხოვნებია:
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გამარტივებული პროცედურებით ხასიათდება. იგი განკუთვნილია უძრავი ქონების მფლობელებისთვის. ძირითადი მოთხოვნაა:
მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა გრძელვადიანი რეზიდენტებისთვის. იგი მოითხოვს საქართველოში ხანგრძლივ ცხოვრებას. ნებართვა გაიცემა სპეციფიკური პირობების დაცვით. ძირითადი მოთხოვნებია:
უვადო ბინადრობის ნებართვა ყველაზე მაღალი სტატუსია უცხოელი მოქალაქეებისთვის. იგი გაიცემა მხოლოდ გარკვეული პირობების სრული დაკმაყოვილების შემთხვევაში. ძირითადი მოთხოვნებია:
ბინადრობის ნებართვის თითოეულ კატეგორიას აქვს სპეციფიკური ვადა:
შრომითი და სასწავლო ბინადრობის ნებართვები პირველადი გაცემისას გაიცემა 6-12 თვემდე ვადით.
შრომითი და სასწავლო ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია საქართველოში სავარაუდო ყოფნის, მაგრამ არაუმეტეს 12 წლამდე ვადით.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.
მოკლევადიანი ნებართვა პირველადი გაცემისას – 1 წლის ვადით, ხოლო ყოველ მომდევნო ვადის გაგრძელებისას – 1 წლით.
მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღება უვადო ბინადრობის ნებართვისა და მუდმივი ცხოვრების ნებართვის საფუძველზე.
ნებართვის მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვის საფასური დამოკიდებულია დამუშავების სიჩქარეზე:
ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭიროა სრული დოკუმენტაციის მომზადება. თითოეული დოკუმენტი მნიშვნელოვანია პროცესის წარმატებით გასავლელად.
პირმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სსგს-ს და წარადგინოს ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, ხოლო იმ პირმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის საფუძველზე – წარადგინოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში აღნიშნული უძრავი ნივთის ან ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ.
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტები:
პირი ვალდებულია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე, შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ, რომელიც უნდა შეადგენდეს:
პირველი წელი: მინიმუმ 50,000 აშშ დოლარი
მეორე წელი: მინიმუმ 100,000 აშშ დოლარი
მესამე-მეხუთე წლები: მინიმუმ 120,000 აშშ დოლარი
უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი კი ნებართვის ვადის განმავლობაში ვალდებულია, შეინარჩუნოს საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან კანონით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ქონებაზე.
პირი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა. ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.
დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობისა – 5 წლით.
ბინადრობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათი და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოწმობის მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვის საფასური დამოკიდებულია დამუშავების სიჩქარეზე: 10 სამუშაო დღეში – 60 ლარი, 5 სამუშაო დღეში – 80 ლარი, 3 სამუშაო დღეში – 100 ლარი, 2 სამუშაო დღეშ – 120 ლარი, იმავე დღეს – 150 ლარი.
ყველა შეკითხვისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ!
MB Legal-ში გვჯერა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ხარისხიან იურიდიულ რჩევაზე. ამიტომ ჩვენ პოტენციურ კლიენტებს გთავაზობთ იურისტის უფასო კონსულტაციას. უფასო იურიდიული დახმარება საშუალებას გაძლევთ განიხილოთ თქვენი სამართლებრივი საკითხები გამოცდილ იურისტთან მანამ, სანამ ვალდებულებას ავიღებთ სრულ წარმომადგენლობაზე.
საქართველო ხდება ვირტუალური აქტივების რეგულირების მნიშვნელოვანი იურისდიქცია. MB Legal აწვდის კლიენტებს კონსულტაციებს კრიპტოვალუტების, ციფრული ტოკენებისა და შესაბამისი სერვისების სამართლებრივ რეგულაციებზე.
მეტის გაგებაპროფესიონალური იურიდიული დახმარება საბანკო სამართალში საქართველოში. MB Legal გთავაზობთ სრულ მომსახურებას ფინანსური ინსტიტუტებისთვის და რეგულაციური შესაბამისობისთვის.
მეტის გაგებაგაიგეთ ჩვენი მომსახურების შესახებ ვირტუალური ზონებისა და IT-ქანონის რეგულირებაში საქართველოში, რაც დაეხმარება თქვენს ბიზნესს წარმატებით განვითარდეს ამ პერსპექტიულ ინდუსტრიაში.
მეტის გაგებაგქონდეთ კითხვა ან გჭირდებათ საგადასახადო რჩევა? შეავსეთ ფორმა და დაუკავშირდით MB Legal-თან. ჩვენ დაგეხმარებით თქვენს ბიზნესის სამართლებრივ განვითარებაში.
მეტის გაგებაშრომის სამართალი წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესებს შორის. ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები და დაახლოვა ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
მეტის გაგებაბიზნეს სამართალი და კორპორაციული სამართალი წარმოადგენს ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარს. კარგად ორგანიზებული სამართლებრივი სტრუქტურა და პროფესიონალური იურიდიული მხარდაჭერა აუცილებელია კომპანიის სტაბილური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.
მეტის გაგებაMBlegal გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად საქართველოში – პატენტები, სავაჭრო ნიშნები და საავტორო უფლებები.
მეტის გაგებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც იცავს ფიზიკურ პირთა პირად ინფორმაციას და ადგენს წესებს დამმუშავებელი პირებისა და ორგანიზაციებისთვის. კანონის დაცვა არის არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულება, არამედ კარგი ბიზნეს პრაქტიკა, რომელიც ზრდის ბიზნესის სანდოობასა და რეპუტაციას. MB Legal-ის გუნდი მზად არის დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესისა და საქმიანობის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობის უზრუველყოფაში.
მეტის გაგებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს სტანდარტებს, რომლებიც უნდა დაიცვან როგორც კერძო კომპანიებმა, ასევე სახელმწიფო უწყებებმა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას.
კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში: გაიგეთ პროცედურა, დოკუმენტები და ნაბიჯები, რათა თქვენი ბიზნესი ოფიციალურად დაარეგისტრიროთ.