ვირტუალური აქტივების სამართალი საქართველოში

ვირტუალური აქტივები ციფრული ეკონომიკის მზარდი და მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი პოპულარობა სწრაფად იზრდება გლობალურად და საქართველოშიც. ვირტუალური აქტივების ეფექტური რეგულირება აუცილებელია უსაფრთხო ციფრული ტრანზაქციების უზრუნველსაყოფად და მომხმარებელთა ნდობის გასამყარებლად. საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინვესტორებისთვის, კომპანიებისთვის და სერვისის პროვაიდერებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ვირტუალური აქტივების სფეროში.

დაგვიკავშირდით!

რა არის ვირტუალური აქტივები?

ვირტუალური აქტივები წარმოადგენს ციფრულ ღირებულებებს, რომლებიც არსებობს ექსკლუზიურად ელექტრონულ ფორმატში და არ გააჩნიათ ფიზიკური ეკვივალენტი. ეს ფართო კატეგორია მათ შორის მოიცავს კრიპტოვალუტებს (დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, და სხვა), რომლეიბც ფუნქციონირებენ დისტრიბუცირებული რეესტრის ტექნოლოგიის, უმეტესად ბლოკჩეინის საფუძველზე. ვირტუალური აქტივების გამოყენების სფეროები მრავალფეროვანია და მოიცავს:

  • currencies

    გადახდის საშუალებები: საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდა.

  • new-market

    საინვესტიციო ინსტრუმენტები: პოტენციური მოგების მიღების მიზნით აქტივების ყიდვა და გაყიდვა.

  • certificate

    ციფრული საკუთრების დადასტურება: უფლებების დამადასტურებელი უნიკალური ციფრული სერტიფიკატები (NFT-ების შემთხვევაში).

  • Group-200-1

    დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApps) და სმარტ კონტრაქტები: ავტომატიზებული შეთანხმებების შესრულება ბლოკჩეინზე.

ამ ინოვაციური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და გამოყენება მოითხოვს სათანადო, მოქნილ და პროგრესულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც ერთი მხრივ დაიცავს მომხმარებლებსა და ბაზრის მონაწილეებს, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას.

MB Legal აღიარებულია ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო პლატფორმების მიერ, როგორიცაა:

ვირტუალური აქტივების რეგულირება საქართველოში

ვირტუალური აქტივების რეგულირება საქართველოში შედარებით ახალი და დინამიური პროცესია. ქვეყანამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამ სფეროს სამართლებრივი მოწესრიგების მიმართულებით, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციისთვის.

საქართველოში ვირტუალური აქტივების კანონმდებლობა მოიცავს რამდენიმე საკვანძო ასპექტს:

  • ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაცია:

    საქართველოში მოქმედებს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების სავალდებულო რეგისტრაციის რეჟიმი. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს ბაზრის გამჭვირვალობის გაზრდას და არალეგალური საქმიანობის პრევენციას. რეგისტრაციისთვის პროვაიდერებმა უნდა წარადგინონ კონკრეტული ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის, მფლობელების, მმართველი პირებისა და შესაბამისობის პროცედურების შესახებ.

 

  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა:

    წარმოადგენს ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი ჩარჩოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს. საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს (VASPs) განახორციელონ მომხმარებელთა სათანადო შემოწმება (KYC), დანერგონ ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემები და შეატყობინონ საეჭვო საქმიანობის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

 

  • საგადასახადო საკითხები:

    ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობას. მოგება, რომელიც მიიღება ვირტუალური აქტივების ყიდვა-გაყიდვის შედეგად, ისევე როგორც სხვა შემოსავლები, იბეგრება დადგენილი წესით.

 

  • საქართველოს ეროვნული ბანკის როლი:

    საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება ვირტუალური აქტივების ბაზრის განვითარებას და ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეგისტრაციას. რეგისტრაციას ექვემდებარება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების ურთიერთგადაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, მათი გადაცემა, შენახვა/ადმინისტრირება, პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური მართვისა), სავაჭრო პლატფორმების ადმინისტრირება, სესხად გაცემა და პირველადი შეთავაზება/მასთან დაკავშირებული მომსახურება. VASP-ების რეგისტრაცია წარმოადგენს მათი საქმიანობის კანონიერად განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. ამ ეტაპზე, ეროვნული ბანკი პირდაპირ არ ახორციელებს ვირტუალური აქტივების ემისიაზე ლიცენზირებას, თუმცა VASP-ების რეგისტრაციის გზით უზრუნველყოფს ამ სფეროში მოქმედი სუბიექტების ზედამხედველობას და შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირტუალური აქტივების რეგულირების მიმართულებით, სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაცია კვლავ აქტუალურია

მიიღეთ იურიდიული კონსულტაცია ვირტუალური აქტივების კანონზე MB Legal-თან

ვირტუალური აქტივების პროვაიდერების ლიცენზირება და შესაბამისობა

საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი (VASP) ექვემდებარება როგორც საკანონმდელო, ისე რეგულატორულ მოთხოვნებს, რაც მათი კანონიერი და გამჭვირვალე ფუნქციონირების საფუძველია.

  • რეგისტრაცია

    როგორც აღინიშნა, ვირტუალური აქტივების მომსახურების გარკვეული ტიპების პროვაიდერებისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია. რეგისტრაციის პროცესი მოიცავს დეტალური ინფორმაციის წარდგენას კომპანიის შესახებ, მათ შორის დეტალები დამფუძნებლების, მმართველი პირების (ადმინისტრატორების) და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; ასევე, ინფორმაცია გასაწევი საქმიანობის ტიპების, ორგანიზაციული სტრუქტურის, გამოყენებული ვებგვერდებისა და აპლიკაციების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით შემუშავებულ შესაბამისობის კონტროლის შიდა პროცედურებსა და პოლიტიკებს, ასევე მომსახურების განხორციელების დეტალურ სქემას, რომელიც ასახავს ინფორმაციის, ვირტუალური აქტივებისა და ფულადი სახსრების ნაკადებს. გარდა ამისა, საჭიროა ბიზნესგეგმის წარდგენა, რომელიც ადასტურებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობასა და საქმიანობის განხორციელების რესურსების არსებობას.

  • AML/CFT მოთხოვნები

    საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის საკანონმდებლო და რეგულატორული მოთხოვნები ვირტუალური აქტივების პროვაიდერებისთვის მოიცავს:

    • “იცნობდე შენს კლიენტს” (KYC) პროცედურები: პროვაიდერებმა უნდა განახორციელონ თავიანთი კლიენტების იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია ბიზნეს ურთიერთობის დამყარებამდე და ტრანზაქციების განხორციელებამდე. 
    • რისკზე დაფუძნებული მიდგომა: პროვაიდერებმა უნდა შეაფასონ და მართონ კლიენტებთან, პროდუქტებთან და მომსახურებებთან დაკავშირებული ML/TF რისკები. რისკის მაღალი დონის მქონე კლიენტებისა და ტრანზაქციების მიმართ უნდა განხორციელდეს გამკაცრებული შემოწმების ზომები.
    • ტრანზაქციების მონიტორინგი: პროვაიდერებმა უნდა დანერგონ სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენასა და ანალიზს. საეჭვო აქტივობის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ ევალებათ შეატყობინონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
    • ჩანაწერების შენახვა: პროვაიდერებმა უნდა შეინახონ ინფორმაცია კლიენტებისა და განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ კანონით დადგენილი ვადით.
  • კიბერუსაფრთხოება

    ვირტუალური აქტივების პროვაიდერებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთი სისტემებისა და მომხმარებელთა აქტივების სათანადო კიბერუსაფრთხოება. ეს მოიცავს უსაფრთხოების ზომების დანერგვას ჰაკერული თავდასხმების, თაღლითობისა და სხვა კიბერ საფრთხეებისგან დასაცავად.

რას გთავაზობთ MB Legal ვირტუალური აქტივების სფეროში

MB Legal-ის გუნდი გთავაზობთ ვირტუალური აქტივების სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საჭირო იურიდიულ მომსახურებას. ჩვენი გამოცდილი იურისტები სპეციალიზდებიან ვირტუალური აქტივების რეგულირებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების სიღრმისეულ ცოდნაში. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

  • საკონსულტაციო მომსახურება ვირტუალური აქტივების რეგულაციებზე

    საკონსულტაციო მომსახურება ვირტუალური აქტივების რეგულაციებზე

    ჩვენ ვაწვდით კლიენტებს დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ ვირტუალური აქტივების სფეროში.

  • დახმარება VASP რეგისტრაციის პროცესში

    დახმარება VASP რეგისტრაციის პროცესში

    ჩვენ ვუწევთ სრულ მხარდაჭერას ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს სავალდებულო რეგისტრაციის გავლაში. ეს მოიცავს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, განაცხადის შევსებას, შესაბამის ორგანოებთან კომუნიკაციასა და პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

  • AML შესაბამისობის უზრუნველყოფა

    AML შესაბამისობის უზრუნველყოფა

    ჩვენ ვეხმარებით ვირტუალური აქტივების პროვაიდერებს AML/CFT რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ეს მოიცავს KYC/EDD პროცედურების შემუშავებასა და დანერგვას, ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემების შექმნას, შესაბამისობის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებას, ასევე პერსონალის ტრენინგს.

  • სამართლებრივი რისკების შეფასება და მინიმიზაცია

    სამართლებრივი რისკების შეფასება და მინიმიზაცია

    ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენი კლიენტების ბიზნეს მოდელებს ვირტუალური აქტივების სფეროში და ვაფასებთ პოტენციურ სამართლებრივ რისკებს. ამის საფუძველზე ვთავაზობთ სტრატეგიებს ამ რისკების მინიმიზაციისთვის და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

  • ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა

    ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა

    ჩვენ ვეხმარებით სტარტაპებსა და სხვა კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს ვირტუალური აქტივების სფეროში რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ინვესტიციების მოზიდვაში.

დაგვიკავშირდით კრიპტო რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოში

დასკვნა

ვირტუალური აქტივების სამართალი საქართველოში კვლავ ვითარდება, საერთაშორისო ტენდენციებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ამ სფეროს რეგულირება მოითხოვს როგორც ტექნოლოგიური ინოვაციების გააზრებას, ისე სამართლებრივი პრინციპების სწორად გამოყენებას.

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი ან ინვესტიცია ვირტუალური აქტივების სფეროში იყოს წარმატებული, უსაფრთხო და შეესაბამებოდეს მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებს, აუცილებელია პროფესიონალი იურისტების დახმარება. MB Legal გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას ვირტუალური აქტივების სამართლის ყველა ასპექტში.

დაგვიკავშირდით დღესვე კონსულტაციისთვის და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ჩვენს გუნდს დაგეხმაროთ ვირტუალური აქტივების სამყაროში უსაფრთხო და კანონიერი ნავიგაციისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

  • 1. რა რისკებს უნდა ელოდონ ინვესტორები ვირტუალურ აქტივებში?

    ინვესტორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ რისკებს:

    • ფასების მაღალი ცვალებადობა: ვირტუალური აქტივების ფასები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს მოკლე დროში.
    • რეგულაციური გაურკვევლობა: ვირტუალური აქტივების რეგულირება ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი რისკები.
    • კიბერუსაფრთხოების საფრთხეები: ვირტუალური აქტივების შენახვა და გადაცემა დაკავშირებულია კიბერდანაშაულების რისკთან (ჰაკინგი, ფიშინგი და სხვა).
    • ლიკვიდურობის რისკი: შესაძლოა რთული იყოს გარკვეული ვირტუალური აქტივების სწრაფად ნაღდ ფულში გადაცვლა სასურველ ფასად.
    • თაღლითური სქემები: ვირტუალური აქტივების სფეროში არსებობს თაღლითობისა და პირამიდული სქემების რისკი. ინვესტორებს ურჩევენ ჩაატარონ საფუძვლიანი კვლევა, გააცნობიერონ დაკავშირებული რისკები და არ განახორციელონ ინვესტიცია იმაზე მეტი თანხით, ვიდრე შეუძლიათ დაკარგონ. დივერსიფიკაცია ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიაა რისკების შესამცირებლად.
  • 2. როგორ შეუძლია MB Legal-ს დახმარება ვირტუალური აქტივების სამართალში?

    ჩვენი იურიდიული კომპანია გთავაზობთ ყოვლისმომცველ სამართლებრივ მომსახურებას ვირტუალური აქტივების მიმართულებით, რაც მოიცავს: რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმებას, რეგისტრაციის პროცედურებში იურიდიულ დახმარებას, სამართლებრივი საფრთხეების შეფასებას, კონტრაქტების მომზადებასა და ანალიზს, საგადასახადო რჩევებს და ინოვაციური პროექტების სამართლებრივ მხარდაჭერას. ჩვენი გუნდი აერთიანებს როგორც სამართლებრივ, ისე ტექნიკურ ცოდნას ამ სფეროში, რაც გვაძლევს უპირატესობას ჩვენს კლიენტებს მივაწოდოთ კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება.

bg1

ყველა შეკითხვისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ!

უფასო იურიდიული კონსულტაცია

MB Legal-ში გვჯერა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ხარისხიან იურიდიულ რჩევაზე. ამიტომ ჩვენ პოტენციურ კლიენტებს გთავაზობთ იურისტის უფასო კონსულტაციას. უფასო იურიდიული დახმარება საშუალებას გაძლევთ განიხილოთ თქვენი სამართლებრივი საკითხები გამოცდილ იურისტთან მანამ, სანამ ვალდებულებას ავიღებთ სრულ წარმომადგენლობაზე.

ჩვენი მომსახურება

ვირტუალური აქტივების სამართალი საქართველოში

ვირტუალური აქტივების სამართალი საქართველოში

საქართველო ხდება ვირტუალური აქტივების რეგულირების მნიშვნელოვანი იურისდიქცია. MB Legal აწვდის კლიენტებს კონსულტაციებს კრიპტოვალუტების, ციფრული ტოკენებისა და შესაბამისი სერვისების სამართლებრივ რეგულაციებზე.

მეტის გაგება მეტის გაგება
საბანკო სამართალი

საბანკო სამართალი

პროფესიონალური იურიდიული დახმარება საბანკო სამართალში საქართველოში. MB Legal გთავაზობთ სრულ მომსახურებას ფინანსური ინსტიტუტებისთვის და რეგულაციური შესაბამისობისთვის.

მეტის გაგება მეტის გაგება
IT სამართალი

IT სამართალი

გაიგეთ ჩვენი მომსახურების შესახებ ვირტუალური ზონებისა და IT-ქანონის რეგულირებაში საქართველოში, რაც დაეხმარება თქვენს ბიზნესს წარმატებით განვითარდეს ამ პერსპექტიულ ინდუსტრიაში.

მეტის გაგება მეტის გაგება
საგადასახადო სამართალი

საგადასახადო სამართალი

გქონდეთ კითხვა ან გჭირდებათ საგადასახადო რჩევა? შეავსეთ ფორმა და დაუკავშირდით MB Legal-თან. ჩვენ დაგეხმარებით თქვენს ბიზნესის სამართლებრივ განვითარებაში.

მეტის გაგება მეტის გაგება
შრომის სამართალი

შრომის სამართალი

შრომის სამართალი წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესებს შორის. ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები და დაახლოვა ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

მეტის გაგება მეტის გაგება
ბიზნეს სამართალი და საკორპორაციო სამართალი

ბიზნეს სამართალი და საკორპორაციო სამართალი

ბიზნეს სამართალი და კორპორაციული სამართალი წარმოადგენს ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარს. კარგად ორგანიზებული სამართლებრივი სტრუქტურა და პროფესიონალური იურიდიული მხარდაჭერა აუცილებელია კომპანიის სტაბილური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.

მეტის გაგება მეტის გაგება
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

MBlegal გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად საქართველოში – პატენტები, სავაჭრო ნიშნები და საავტორო უფლებები.

მეტის გაგება მეტის გაგება
კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც იცავს ფიზიკურ პირთა პირად ინფორმაციას და ადგენს წესებს დამმუშავებელი პირებისა და ორგანიზაციებისთვის. კანონის დაცვა არის არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულება, არამედ კარგი ბიზნეს პრაქტიკა, რომელიც ზრდის ბიზნესის სანდოობასა და რეპუტაციას. MB Legal-ის გუნდი მზად არის დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესისა და საქმიანობის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობის უზრუველყოფაში.

მეტის გაგება მეტის გაგება

პროფესიონალური სტატიები და გამოქვეყნებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: თქვენი უფლებები და ვალდებულებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: თქვენი უფლებები და ვალდებულებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს სტანდარტებს, რომლებიც უნდა დაიცვან როგორც კერძო კომპანიებმა, ასევე სახელმწიფო უწყებებმა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია საქართველოში: შპს ან სს

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია საქართველოში: შპს ან სს

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში: გაიგეთ პროცედურა, დოკუმენტები და ნაბიჯები, რათა თქვენი ბიზნესი ოფიციალურად დაარეგისტრიროთ.