ნინო რურუა

ნინო რურუა

linkedin icon

პარტნიორი

ნინო რურუას აქვს საბანკო და ფინანსური სამართლის, კორპორაციული მართვისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის სფეროში 7 წელზე მეტი ხნის სპეციალიზებული გამოცდილება. კარიერის განმავლობაში იგი სტრატეგიულ იურიდიულ კონსულტაციას უწევდა წამყვან კორპორაციულ სუბიექტებს და წარმატებით მართავდა რთულ სალიცენზიო პროცესებსა და ტრანზაქციულ სტრუქტურებს.

ნინოს აქვს ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის წარმატებული ისტორია. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა პეისერა ბანკ საქართველოში მთავარი იურიდიული ოფიცრისა (CLO) და შესაბამისობის ოფიცრის პოზიციებზე, სადაც მან საკვანძო როლი ითამაშა ქვეყნის პირველი ციფრული ბანკის ოპერირებაში, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამართლებრივი ჩარჩოსა და IT შესაბამისობის პროცესების ფორმირებაში. იგი ასევე ხელმძღვანელობდა იურიდიულ და კორპორაციული მართვის მიმართულებებს პაშა ბანკ საქართველოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის რანგში და ასრულებდა იურისკონსულტის მოვალეობას ტექნოლოგიურ კომპანიაში — Sweeft. მისი მყარი პროფესიული გამოცდილება ჩამოყალიბდა ისეთ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობისას, როგორებიცაა საქართველოს ბანკი და თიბისი დაზღვევა.

როგორც MB Legal-ის პარტნიორი, ნინო წარმატებით აერთიანებს in-house მართვისა და იურიდიული კონსალტინგის (advisory) გამოცდილებას. იგი კლიენტებს უწევს სტრატეგიულ სამართლებრივ მხარდაჭერას კორპორაციული სტრუქტურირების, ეროვნული ბანკის მარეგულირებელ ჩარჩოსთან სრული შესაბამისობის, დაკავშირებული რისკებისა და კომპლექსური სახელშეკრულებო ურთიერთობების მართვის პროცესში.

ნინო ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხებს. 2021 წლიდან იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიცირებული წევრი. იგი კლიენტებს იურიდიულ კონსულტაციას თავისუფლად უწევს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

დაუკავშირდით ჩვენს გუნდს, რათა მიიღოთ თქვენს საქმეზე მორგებული და პროფესიონალური კონსულტაცია!