უძრავი ქონების იურისტები საქართველოში (თბილისი და ბათუმი): რა არის მათი როლი და როდის გჭირდებათ ისინი

Обновлено:

უძრავი ქონების იურისტი საქართველოში მყიდველებს მხოლოდ რთული იურიდიული დოკუმენტაციის გამო არ სჭირდებათ. მისი მთავარი როლი გაცილებით მნიშვნელოვანია — გარიგების სამართლებრივი რისკების გამოვლენა მანამდე, სანამ მყიდველი ფინანსურ ვალდებულებებს აიღებს.

საქართველოში მოქმედებს უძრავი ქონების რეგისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური სისტემა მსოფლიოში: საკუთრების უფლების გადაცემა დღეების და არა თვეების საკითხია, ხოლო საჯარო რეესტრი არ ამოწმებს, რამდენად სამართლიანი ან უსაფრთხოა გარიგება. შესაბამისად, ხარვეზიანი ხელშეკრულება, იპოთეკა თუ შეჩერებული მშენებლობა ბათუმში, ისევე შეიძლება დარეგისტრირდეს, როგორც უხარვეზო ტრანზაქცია.

წინამდებარე გზამკვლევი განმარტავს, რა არის საქართველოში უძრავი ქონების იურისტის რეალური ფუნქცია, როდის გჭირდებათ იგი თბილისსა თუ ბათუმში და როგორ გააკეთოთ სწორი არჩევანი. უშუალოდ შესყიდვის სრული ეტაპების გასაცნობად იხილეთ ჩვენი დამხმარე გზამკვლევი როგორვიყიდოთქონებათბილისში?როგორ ვიყიდოთ ქონება თბილისში?.

გჭირდებათ თუ არა იურისტი საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას?

არა - საქართველოს კანონმდებლობა არ ითხოვს სავალდებულო იურიდიულ წარმომადგენლობას და მრავალი ტრანზაქცია იურისტის ჩართულობის გარეშეც სრულდება. თუმცა, იურისტის დახმარება  რეკომენდირებულია.

რეგისტრაციის პროცესი სწრაფი და ადმინისტრაციულია: საჯარო რეესტრი ამოწმებს მხოლოდ ფორმალურ პროცედურულ მხარეს და არა გარიგების უსაფრთხოებას ან სამართლიანობას. არსებული სისტემა ავტომატურად არაფრისგან იცავს მყიდველს - მათ შორის, არც დაუფარავი შეზღუდვების/იპოთეკებისგან, ერთპიროვნულად შედგენილი კაბალური ხელშეკრულებებისგან თუ დეველოპერის გაკოტრებისგან. უცხოელ მყიდველებს კი დამატებითი სირთულეებიც ექმნებათ, მათ შორის ენობრივი ბარიერი, მინდობილობის დისტანციური გაფორმება და მკაცრი საბანკო შესაბამისობის პროცედურები.

რას აკეთებს უძრავი ქონების იურისტი საქართველოში?

უძრავი ქონების იურისტის მთავარი ამოცანაა პრობლემებისა და რისკების გამოვლენა მანამ, სანამ თქვენი თანხები დაბრუნებადი აღარ იქნება. პრაქტიკაში, საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების იურისტები 5 ძირითად ფუნქციას ასრულებენ:

  • სამართლებრივი აუდიტი (Due Diligence): საკუთრების უფლების, მესაკუთრის ვინაობისა და ქონებაზე რეგისტრირებული ნებისმიერი უფლებრივი შეზღუდვის, იპოთეკისა თუ მესამე პირთა პრეტენზიების გადამოწმება.
  • ხელშეკრულებების მომზადება და შეთანხმება: ნასყიდობის ხელშეკრულების იმგვარად მომზადება, რომ მან მაქსიმალურად დაიცვას მყიდველის ინტერესები და უზრუნველყოს თანაბარუფლებიანი პირობები.
  • წარმომადგენლობა საჯარო რეესტრში: სარეგისტრაციო პროცესის მართვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც უშუალოდ ხორციელდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
  • სამართლებრივი დავები: საკუთრების, თანასაკუთრების, სამშენებლო ვალდებულებების დარღვევისა და მფლობელობასთან დაკავშირებული კონფლიქტების მართვა სასამართლოში.
  •  დისტანციური მხარდაჭერა: კონსულტაცია საკუთრების ოპტიმალურ სტრუქტურირებაზე, ბინადრობის უფლების მოპოვების გზებსა და მინდობილობის (PoA) საფუძველზე ქონების დისტანციურ შეძენაზე.

თითოეული ეს მიმართულება დაწვრილებით არის განხილული ქვემოთ. ჩვენი სრული  მხარდაჭერის ციკლის გასაცნობად იხილეთ გვერდი [უძრავი ქონების იურიდიული მომსახურება საქართველოში].

სამართლებრივი აუდიტი (Due Diligence):  ქონებაზე საკუთრების უფლებისა და სტატუსის გადამოწმება

სამართლებრივი აუდიტი არის ეტაპი, სადაც იურიდიული მომსახურების უდიდესი ღირებულება იქმნება - ვინაიდან ეს ერთადერთი მომენტია, როდესაც გარიგებიდან გამოსვლა და უარის თქმა ჯერ კიდევ ყოველგვარი ფინანსური დანაკარგის გარეშე შეგიძლიათ. სრული იურიდიული შემოწმება მოიცავს: 

  • საჯარო რეესტრისა და საკადასტრო მონაცემების გადამოწმებას: რეგისტრირებული მესაკუთრის ვინაობის, საკადასტრო კოდის სიზუსტისა და იმის დადგენას, შეესაბამება თუ არა რეალური ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებს;
  • საკუთრების ისტორიასა და გამყიდველის უფლებამოსილებას: იმის გამოკვლევას, თუ როგორ მოიპოვა გამყიდველმა ქონება, მეუღლის თანხმობის არსებობას (საჭიროების შემთხვევაში) და მინდობილობის ნამდვილობასა და ფარგლებს;
  • უფლებრივ შეზღუდვებსა და დატვირთვებს: აქტიური იპოთეკების, საგადასახადო გირავნობა/ყადაღის, რეგისტრირებული შეზღუდვებისა და სასამართლო ყადაღის დაიდენტიფიცირებას;
  • მესამე პირთა პრეტენზიებსა და ვალდებულებებს: შესაძლო სამკვიდრო დავების, თანამესაკუთრეების უფლებების, მიმდინარე სასამართლო დავებისა და ქონებაზე არსებული დავალიანებების იდენტიფიცირებას.

 საჯარო რეესტრის სუფთა ამონაწერი ავტომატურად არ ნიშნავს სუფთა გარიგებას. რეესტრი არეგისტრირებს უფლებებს და არა მომავალ რისკებს. ის ვერ გეტყვით იმას, რომ აივანი უნებართვოდ არის მიშენებული, რომ დეველოპერს სასამართლო დავა აქვს მშენებელ კონტრაქტორთან, ან რომ თქვენს ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო მშენებლობის ორწლიანი დაგვიანებისთვის. შესაბამისად, რეესტრის ამონაწერის გადამოწმება არის სამართლებრივი აუდიტის მინიმალური საწყისი ზღვარი და არა მისი საბოლოო ეტაპი.

მეორადი ქონების შეძენისას საკუთრების ისტორიასთან დაკავშირებული რისკების სიღრმისეული ანალიზისთვის გაეცანით ჩვენს გზამკვლევს  უძრავი ქონების  შეძენა თბილისში.

რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (NAPR)

საქართველოში ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ არის უძრავი ქონების მესაკუთრედ გახდომის გარანტია - აღნიშნულს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია უზრუნველყოფს. საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცვლილება ოფიციალურად აისახება საჯარო რეესტრში, რის გამოც სარეგისტრაციო ეტაპი ზუსტად იმავე ყურადღებასა და სიზუსტეს მოითხოვს, რასაც ხელშეკრულების შეთანხმების პროცესი.

სტანდარტული რეგისტრაცია დაახლოებით 4 სამუშაო დღეში სრულდება. გაზრდილი სახელმწიფო საფასურის გადახდის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია დაჩქარებული მომსახურება - 1 სამუშაო დღეში ან იმავე დღეს. თქვენი იურისტი ამზადებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, წარმოადგენს თქვენს ინტერესებს იუსტიციის სახლში და გადაამოწმებს თქვენს სახელზე გაცემულ საბოლოო ამონაწერს.

სარეგისტრაციო წარმოება შესაძლოა შეჩერდეს ან უარი ითქვას რეგისტრაციაზე. შეჩერების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: პირადობის დოკუმენტების უზუსტობა, ხარვეზიანი მინდობილობა, საკადასტრო მონაცემების აცდენა ან აუცილებელი თანხმობების არარსებობა. ამასთან, ხარვეზის გამოსასწორებლად კანონით დადგენილი ვადა საკმაოდ მკაცრი და შეზღუდულია.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები და სასამართლო წარმომადგენლობა

ყველა საკითხი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უძრავი ქონების შესყიდვით არ სრულდება. როდესაც ტრანზაქცია დავად გარდაიქმნება, იურისტის როლი ხელშეკრულებების მომზადებიდან სასამართლოში კლიენტის ინტერესების დაცვაზე (ადვოკატირებაზე) გადადის. საქართველოში გავრცელებული უძრავი ქონების დავები მოიცავს:

  • საკუთრების უფლების გასაჩივრებასა და საცილო ტიტულს: 
  • თანასაკუთრებიდან გამომდინარე კონფლიქტებს: 
  • საზღვრებსა და საკადასტრო მონაცემებთან დაკავშირებულ უთანხმოებებს: დეველოპერის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და მშენებლობის ნაკლს: 
  • უკანონო მფლობელობასა და გამოსახლების წარმოებას: 

არსებობს ერთი საპროცესო მექანიზმი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა მასზე იშვიათად ამახვილებენ ყურადღებას - სარჩელის უზრუნველყოფა (ქონებაზე ყადაღის დადება).თუ არსებობს საფრთხე, რომ მოპასუხემ სადავო ქონება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაყიდოს ან იპოთეკით დატვირთოს, იურისტს შეუძლია სასამართლოს დაუყოვნებლივ ეთხოვოს ქონებაზე ყადაღის დადება საჯარო რეესტრში. ეს აკრძალავს ქონების გასხვისებას დავის დასრულებამდე. აქ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: თუ ქონება მანამ მიეყიდა მესამე (კეთილსინდისიერ) პირს, სანამ ყადაღას დარეგისტრირებთ, სასამართლოში გამარჯვების შემთხვევაშიც კი ქონების დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.

მხარდაჭერა უცხოელი ინვესტორებისა და დისტანციური მყიდველებისთვის

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად თავისუფლად შეიძინონ და ფლობდნენ საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებას საქართველოში იმავე პირობებით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს; ერთადერთ ძირითად შეზღუდვას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები წარმოადგენს. უძრავი ქონების შეძენის ფუნდამენტური უფლების გარდა, საერთაშორისო მყიდველებს, როგორც წესი, 4 ძირითად მიმართულებაზე სჭირდებათ იურიდიული მხარდაჭერა:

  • საკუთრების უფლების სტრუქტურირება: გადაწყვეტილების მიღება, ქონება ფიზიკური პირის სახელზე დარეგისტრირდეს თუ ქართული კომპანიის მეშვეობით იყოს ფლობილი, რაც არსებითად ცვლის საგადასახადო ვალდებულებებს. დეტალური შედარებისთვის იხილეთ ჩვენი სტატია ინდივიდუალური მეწარმე vs შპს საქართველოში.
  • საბანკო ოპერაციები და საერთაშორისო გადარიცხვები: თანხების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება, საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები და AML მოთხოვნებთან შესაბამისობის პროცესში მხარდაჭერა. ვრცლად იხილეთ გზამკვლევი საბანკო ანგარიშის გახსნა საქართველოში.
  • ბინადრობის უფლება უძრავი ქონების საფუძველზე: შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების შეძენა შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი, თუ დაკმაყოფილებულია კანონით დადგენილი მოთხოვნები. საჭირო საინვესტიციო ზღვრები და პროცედურები დეტალურად არის აღწერილი ჩვენს საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის უფლების გზამკვლევში და ბინადრობის ნებართვის სერვისების გვერდზე.
  • უძრავი ქონების დისტანციური გადაფორმება მინდობილობით: სანოტარო წესით დამოწმებული და, საჭიროების შემთხვევაში, აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული მინდობილობა (PoA) საშუალებას აძლევს თქვენს ადვოკატს შეამოწმოს ქონება, ხელი მოაწეროს საჭირო დოკუმენტებს და დაარეგისტრიროს ტრანზაქცია თქვენი სახელით, საქართველოში თქვენი ჩამოსვლის გარეშე.

ქონების დისტანციურად შეძენის პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული და სამართლებრივად აბსოლუტურად მყარია - იმ პირობით, თუ მინდობილობა მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილებებით არის შედგენილი და წარმომადგენლობა მინიჭებული აქვს ლიცენზირებულ იურისტს. პროცესის დეტალური მექანიზმი იხილეთ სტატიაში [უძრავი ქონების დისტანციურად შეძენა საქართველოში]. 

ყიდულობთ ქონებას საზღვარგარეთიდან?  MB Legal წარმოადგენს თქვენს ექსკლუზიურ წარმომადგენელს ადგილზე - ჩვენ ვამოწმებთ ქონებასა და გამყიდველს, ვატარებთ ობიექტის ინსპექტირებას და ვაფორმებთ გარიგებას მკაცრად შეზღუდული მინდობილობის საფუძველზე.

თბილისი vs ბათუმი: უძრავი ქონების იურისტის სწორად შერჩევა

ამ ორ ქალაქში უძრავი ქონების ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე  სრულიად განსხვავებულ იურიდიული კომპეტენციბია საჭირო - რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ადვოკატის დაქირავებამდე.

უძრავი ქონების იურისტები თბილისში (მეორადი ქონება და ისტორიული ტიტულის რისკები): 

თბილისში იურისტები ძირითადად მეორად ქონებაზე მუშაობენ, სადაც სამართლებრივი რისკები ისტორიულ ხასიათს ატარებს. ძირითადი ყურადღება ეთმობა: 1990-იანი წლების პრივატიზაციიდან მოყოლებული საკუთრების ისტორიის გამოკვლევას, დარეგისტრირებადი სამკვიდრო უფლებების იდენტიფიცირებას, თანამესაკუთრეებთან ურთიერთობას, უნებართვო მიშენება-გადაგეგმარებებსა და ისტორიულ/კულტურული მემკვიდრეობის ზონებში არსებულ შეზღუდვებს. მეორადი ქონების შეძენის ეტაპობრივი გზამკვლევი იხილეთ სტატიაში [თბილისში უძრავი ქონების შეძენა თბილისში].

უძრავი ქონების იურისტები ბათუმში (მშენებარე ქონება და დეველოპერის რისკები): 

ბათუმში მოქმედი იურისტების საქმიანობა უმეტესწილად მშენებარე (off-plan) პროექტებს უკავშირდება, სადაც სამართლებრივი რისკები მომავალზეა ორიენტირებული. მთავარი პრიორიტეტებია: დეველოპერის გადახდისუნარიანობის აუდიტი, მშენებლობისა და გარემოსდაცვითი ნებართვების გადამოწმება, შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ვალიდურობა, მშენებლობის ვადების დაცვის ისტორია და „გარანტირებული შემოსავლიანობის“ ხელშეკრულებების დეტალური შეფასება. დეველოპერის შემოწმების კრიტერიუმები იხილეთ ჩვენს გზამკვლევში ბათუმში უძრავი ქონების შეძენა ბათუმში.

შესაბამისად, იურისტის დაქირავებამდე პირდაპირ ჰკითხეთ მას, თუ ამ ორი მიმართულებიდან რომელი წარმოადგენს მისი ყოველდღიური საადვოკატო პრაქტიკის ძირითად ნაწილს.

რა ღირს უძრავი ქონების იურისტის მომსახურება საქართველოში?

საქართველოში იურიდიული მომსახურების ანაზღაურება, როგორც წესი, ოთხი ძირითადი მოდელით განისაზღვრება:

  • ფიქსირებული საფასური Due Diligence-ისთვის: კონკრეტული უძრავი ქონების სამართლებრივი აუდიტისა და საკუთრების ისტორიის შემოწმებისთვის.
  • საფასური დოკუმენტისა თუ გვერდების მიხედვით: ხელშეკრულებების განხილვისა და სამართლებრივი დახვეწისთვის.
  • საათობრივი ტარიფი: მოლაპარაკებების წარმოების, ინდივიდუალური კონსულტაციებისა და სასამართლო წარმომადგენლობისთვის.
  • ტრანზაქციის სრული პაკეტი: კომპლექსური მომსახურება ქონების პირველადი შემოწმებიდან საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციამდე (ზოგჯერ განისაზღვრება ქონების ღირებულების მცირე პროცენტით).

ღირებულება vs პრევენცია - ბინის იურიდიული შემოწმება ქონების სრული ფასის მიზერულ ნაწილს შეადგენს, თუმცა იგი ათეულობით ათასი დოლარის ზარალს გარიდებთ. იურისტი დროულად აღმოაჩენს, რომ ბინა იპოთეკითაა დატვირთული, დეველოპერს მშენებლობის დასრულება არ შეუძლია, ან ხელშეკრულება ვადების გადაცილებისთვის არანაირ კომპენსაციას არ გითვალისწინებთ. უკეთესია, მცირე თანხა შემოწმებაში გადაიხადოთ, ვიდრე მოგვიანებით მთელი ინვესტიცია დაკარგოთ. 

როგორ ავირჩიოთ უძრავი ქონების იურისტი საქართველოში

დაეყრდენით ობიექტურ კრიტერიუმებს და არა მარკეტინგულ დაპირებებს:

  1. საქართველოს ლიცენზირებული ადვოკატები: დარწმუნდით, რომ თქვენს ინტერესებს იცავს საქართველოს კანონმდებლობით მოქმედი ლიცენზირებული ადვოკატი და არა სააგენტო ან კონსულტანტი, რომელიც უბრალოდ „იურიდიულ მხარდაჭერას“ გთავაზობთ.
  2. ექსკლუზიურად მყიდველის ინტერესების დაცვა: მოერიდეთ ინტერესთა კონფლიქტს. თუ იურიდიული კომპანია ან პირი საკომისიოს გამყიდველისგან ან დეველოპერისგანაც იღებს, თქვენი ინტერესები მეორე პლანზე გადადის.
  3. მრავალენოვანი კომპეტენცია (ინგლისური, ქართული, რუსული): თქვენს გუნდს თავისუფლად უნდა შეეძლოს ამ ენებზე ოპერირება, რათა ზუსტად გესმოდეთ თითოეული პუნქტის შინაარსი ხელმოწერამდე.
  4. ადგილობრივი ბაზრის ცოდნა: იურისტს უნდა ჰქონდეს წარმომადგენლობა იმ ქალაქში, სადაც ყიდულობთ ქონებას და გააჩნდეს ბათუმის მშენებარე (off-plan) პროექტებთან მუშაობის რეალური გამოცდილება.
  5. გამჭვირვალე და პროფესიონალური გუნდი: თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს იმ კონკრეტული იურისტების ვინაობა და კვალიფიკაცია, რომლებიც თქვენს საქმეს უძღვებიან.
  6. ობიექტური და პირდაპირი პოზიცია: იურისტი, რომელიც ღიად გეტყვით, რომ რისკების გამო ქონების ყიდვა არ ღირს, ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ის, ვინც ნებისმიერ გარიგებაზე გიცხადებთ თანხმობას.

MB Legal სრულად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს: ჩვენი ლიცენზირებული ადვოკატები იცავენ ექსკლუზიურად მყიდველების ინტერესებს ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე, თბილისსა და ბათუმში. ჩვენ არ ვარიგებთ ილუზორულ გარანტიებს - ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ზუსტად იცოდეთ, რას აწერთ ხელს.

ხშირად დასმული შეკითხვები

მჭირდება თუ არა იურისტი საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას?

კანონით არა - საქართველოს კანონმდებლობა მყიდველებს აძლევს უფლებას, დამოუკიდებლად განახორციელონ ტრანზაქცია. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, იურიდიული მხარდაჭერა მტკიცედ რეკომენდებულია, ვინაიდან სარეგისტრაციო პროცესი სწრაფი და ადმინისტრაციულია. იურისტი გადაამოწმებს საკუთრების უფლების ვალიდურობას, გამოავლენს უფლებრივ შეზღუდვებს, ჩაატარებს გამყიდველის ან დეველოპერის აუდიტს და მოამზადებს ხელშეკრულებას, რომელიც რეალურად დაიცავს თქვენს ინტერესებს.

რას აკეთებს სინამდვილეში უძრავ ქონებაზე მომუშავე იურისტი?

5 ძირითად ფუნქციას: საკუთრების უფლებისა და შეზღუდვების სამართლებრივ აუდიტს (Due Diligence); ნასყიდობის ხელშეკრულების მომზადებასა და დახვეწას; თქვენს წარმომადგენლობას საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების გადასაცემად; სასამართლო დავების მართვას; და უცხოელი მყიდველების მხარდაჭერას საკუთრების სტრუქტურირების, ბინადრობის უფლების მოპოვებისა და დისტანციური ყიდვის პროცესში.

შეუძლია თუ არა იურისტს ჩემს სანაცვლოდ შეიძინოს უძრავი ქონება საქართველოში?

დიახ. სანოტარო წესითა და აპოსტილით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, თქვენს ადვოკატს შეუძლია ხელი მოაწეროს ნასყიდობის ხელშეკრულებას და დარეგისტრიროს საკუთრება თქვენს სახელზე საქართველოში ჩამოსვლის გარეშე. დარწმუნდით, რომ მინდობილობა მკაცრად შეზღუდული უფლებამოსილებებით არის შედგენილი - ითვალისწინებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტრანზაქციას, განსაზღვრავს ფასის ზედა ზღვარს, მოქმედების ვადას და არ ანიჭებს ქონების ხელახლა გაყიდვის ან დატვირთვის უფლებას.

რამდენ ხანს გრძელდება უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოში?

სტანდარტული რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (NAPR) 4 სამუშაო დღეში სრულდება. გაზრდილი სახელმწიფო საფასურის გადახდისას, დაჩქარებული მომსახურება სრულდება 1 სამუშაო დღეში ან იმავე დღეს. საკუთრების უფლება ძალაში შედის მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და არა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.

შეუძლიათ თუ არა უცხოელებს დისტანციურად დაიქირაონ უძრავი ქონების იურისტი?

დიახ. უცხოელი კლიენტები რეგულარულად ქირაობენ ქართველ იურისტებს დისტანციურად და აფორმებენ გარიგებებს მინდობილობის საფუძველზე. მინდობილობა მოწმდება აპოსტილით საზღვარგარეთ, რის შემდეგაც თარგმნილი და დამოწმებულიდება საქართველოში. თქვენი ადვოკატი ატარებს სამართლებრივ აუდიტს, ახორციელებს ობიექტის ფიზიკურ ინსპექტირებას, აწერს ხელს ხელშეკრულებას და არეგისტრირებს ქონებას - თითოეულ ეტაპზე თქვენთან მჭიდრო კომუნიკაციით.

რა ღირს უძრავი ქონების იურისტის მომსახურება საქართველოში?

ანაზღაურება, როგორც წესი, განისაზღვრება ფიქსირებული Due Diligence-ის საფასურით, კონკრეტული დოკუმენტის შემოწმების ტარიფით, საათობრივი განაკვეთით ან სრული ტრანზაქციული პაკეტით. ღირებულება დამოკიდებულია ქონების ფასზე, სამართლებრივ სირთულესა და იმაზე, ქონება მეორად ბაზარზე იყიდება თუ მშენებარე პროექტში. ადვოკატის დაქირავებამდე ყოველთვის მოითხოვეთ მომსახურების გაწერილი არეალი (Scope of Work) და ფიქსირებული საფასური.

გეგმავთ უძრავი ქონების შეძენას საქართველოში? ჩვენი იურიდიული გუნდი გადაამოწმებს საკუთრების უფლებას, შეაფასებს ტრანზაქციის რისკებს და გაგიძღვებათ ყიდვის მთელ პროცესში - სამართლებრივი აუდიტიდან საბოლოო რეგისტრაციამდე.

დაუკავშირდით ჩვენს გუნდს, რათა მიიღოთ თქვენს საქმეზე მორგებული და პროფესიონალური კონსულტაცია!

bg1

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

უფასო იურიდიული კონსულტაცია

MB Legal-ში მიგვაჩნია, რომ ხარისხიანი იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ პოტენციურ კლიენტებს ვთავაზობთ პირველად უფასო კონსულტაციას. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, დეტალურად განიხილოთ თქვენი სამართლებრივი საკითხები გამოცდილ იურისტთან და თანამშრომლობის დაწყებამდე მიიღოთ თქვენი საკითხის წინასწარი შეფასება.

ჩვენი უახლესი ბლოგ პოსტები

ქონების გადასახადები საქართველოში: რას იხდიან მესაკუთრეები ყოველწლიურად

ქონების გადასახადები საქართველოში: რას იხდიან მესაკუთრეები ყოველწლიურად

ქონების გადასახადი საქართველოში: წლიური გადასახადი მესაკუთრეებისთვის, ქირიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი და უცხოელი მესაკუთრეების ვალდებულებები.

როგორ შევიძინოთ უძრავი ქონება საქართველოში: სრული იურიდიული გზამკვლევი

როგორ შევიძინოთ უძრავი ქონება საქართველოში: სრული იურიდიული გზამკვლევი

როგორ ვიყიდოთ უძრავი ქონება საქართველოში — უსაფრთხო ყიდვის გზამკვლევი: შემოწმება, ხელშეკრულება, რეგისტრაცია, გადასახადები და რისკები.