უძრავი ქონების შეძენა თბილისში: სრული იურიდიული გზამკვლევი

Обновлено:

თბილისი არის ადგილი, სადაც საქართველოში უცხოელი მყიდველების უმრავლესობა რეალურად იძენს ქონებას, და შესაბამისად, ის ადგილიც, სადაც ყველაზე მეტი თანმდევი სამართლებრივი სირთულე იჩენს თავს. დედაქალაქის ბაზარი უფრო ძველი, ღრმა და მრავალშრიანია, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი სხვა რეგიონი: საბჭოთა ეპოქის შენობები, რომელთაც საკუთრების რთული ისტორია აქვთ, გვერდიგვერდ დგას ახალაშენებულ კორპუსებთან, რომლებიც მშენებარე (off-plan) მდგომარეობაში იყიდება. წინამდებარე სტატია ეხება თბილისში უძრავი ქონების შეძენის სამართლებრივ ასპექტებს — გადასამოწმებელ საკითხებს, გასაფორმებელ დოკუმენტებსა და იმ ეტაპებს, სადაც ფინანსური რისკები რეალურად წარმოიშობა. ატარებს ზოგად საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას

ღირს თუ არა თბილისში უძრავი ქონების ყიდვა 2026 წელს?

თბილისში, საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე განვითარებული ბაზარია, სადაც მოთხოვნა რეალურ მცხოვრებლებზე მოდის, მოქმედებს მეორადი ბინის გაყიდვების აქტიური სეგმენტი, ხოლო უცხოელებისთვის ბინის ან კომერციული ფართის ყიდვაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, თბილისში ქონების ყიდვისას მთავარი საფრთხეები ფინანსური კი არა, იურიდიული ხასიათისაა: ბინის გაურკვეველი ისტორია, უნებართვო გადაკეთებები/ტიხრები და უცხოელებზე ხელოვნურად მომატებული ფასები. ის მყიდველები, რომლებიც პროცესს მომზადებულები ხვდებიან, სასურველ შედეგს აღწევენ; ხოლო ისინი, ვინც მხოლოდ სიტყვიერ ნდობაზე მოქმედებენ, ხშირად აწყდებიან სერიოზულ პრობლემებს.

შეუძლიათ თუ არა უცხოელებს თბილისში უძრავი ქონების ყიდვა?

დიახ. უცხოელებს შეუძლიათ თბილისში სრული საკუთრების უფლებით იყიდონ ბინები, კერძო სახლები და კომერციული ფართები ზუსტად იმავე პირობებით,რა პირობებითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები — ამისთვის არც ბინადრობის მოწმობა გჭირდებათ და არც ვიზის სტატუსი. ერთადერთი გამონაკლისი მთელ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწებია, რომლის ყიდვის უფლებაც უცხოელებს არ აქვთ, თუმცა ეს შეზღუდვა ქალაქში ბინის ყიდვისას თითქმის არასდროს გიქმნით დაბრკოლებას. გახსოვდეთ, საკუთრების უფლება ძალაში მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შედის.

ეს წესები ერთიანია მთელ საქართველოში და მოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე. დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებსაც ზუსტად იგივე უფლებები აქვთ — ერთადერთი პრაქტიკული განსხვავება გადარიცხვებსა და საბანკო პრიცედურებშია. ამასთან, გარკვეული ღირებულების ქონების ყიდვამ შესაძლოა ბინადრობის უფლების (VNP) მიღების შესაძლებლობაც მოგცეთ — იხილეთ ჩვენი ბინადრობის ნებართვის მომსახურება და დეტალური გზამკვლევი საინვესტიციო ბინადრობის შესახებ.

გეგმავთ თბილისში უძრავი ქონების შეძენას? ჩვენი იურიდიული გუნდი შეამოწმებს ქონებას, შეაფასებს რისკებს და გარიგების ყველა ეტაპზე გაგიწევთ მხარდაჭერას.

როგორ ვიყიდოთ ბინა თბილისში: ეტაპობრივი გზამკვლევი

საქართველოში უძრავი ქონების ყიდვის პროცედურა საკმაოდ სწრაფი და ეფექტიანია; მეორადი ბინის ყიდვა შეთავაზებაზე თანხმობიდან რეესტრში რეგისტრაციამდე, როგორც წესი, დაახლოებით ორ კვირა გრძელდება. პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

  1. ბინის შერჩევა და იმის გადამოწმება თუ რამდენად შეესაბამება მოთხოვნილი ფასი საბაზრო რეალობას;
  2. ბინისა და გამყიდველის იურიდიული შემოწმება; 
  3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება და ხელმოწერა; 
  4. თანხის უსაფრთხოდ გადარიცხვა; და ბოლოს — საკუთრების უფლების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში, რაც ოფიციალურად გახდით ბინის მესაკუთრეს. თითოეულ ეტაპს ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ ჩვენს შესაბამის სტატიებზე ბმულებით.

ნაბიჯი 1: სამართლებრივი აუდიტი (Due Diligence) ყიდვამდე

პროცესი იწყება საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების განახლებული ამონაწერის მოპოვებით, სადაც მითითებულია დარეგისტრირებული მესაკუთრე და ნებისმიერი დარეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვა იპოთეკა, ყადაღა, სასამართლო აკრძალვა.

შემდეგ უნდა შემოწმდეს გამყიდველი:

  • მისი პიროვნება და ქმედუნარიანობა;
  • იმ შემთხვევაში, თუ ხელმოწერა ხორციელდება მინდობილობით - ხელმომწერი პირის უფლებამოსილება.

თბილისის მეორად ბინებს გაცილებით სიღრმისეული შემოწმება სჭირდება, ვიდრე ახალაშენებულებს. 90-იან წლებში პრივატიზებული, სამკვიდროთი თუ ოჯახური გარიგებებით გადაცემული ბინების უკან შესაძლოა იმალებოდეს მესამე პირების პრეტენზიები, რასაც უბრალო ამონაწერი ვერ დაგანახებთ. ამიტომ, ძველი ბინების ყიდვისას იურისტმა უნდა გამოიკვლიოს საკუთრების უფლების გადაცემის მთელი ისტორია (თუ როგორ გახდა დღევანდელი პატრონი ამ ბინის მესაკუთრე) და არ დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმით, რომ ის დღეს რეესტრში ასეა ჩაწერილი. 

ნაბიჯი 2: მეორადი და მშენებარე (Pre-construction) ქონების ყიდვა - განსხვავებული სამართლებრივი რისკები

თუმცა  მათ ხშირად ერთ კატეგორიად განიხილავენ, მეორადი და მშენებარე ქონების შეძენა, ფაქტობრივად, ტრანზაქციის ორ სრულიად განსხვავებულ ტიპს წარმოადგენს. მეორადი ბინის შემთხვევაში საფრთხეები წარსულს უკავშირდება: უცნობი თანამესაკუთრეები, სამკვიდრო დავები, უნებართვო ტიხრები/გადაკეთებები და განსხვავება განცხადებაში მითითებულსა და რეესტრში გატარებულ კვადრატულობას შორის. მშენებარე ბინის შემთხვევაში კი რისკები მომავალშია: რამდენად გადახდისუნარიანია დეველოპერი, შეესაბამება თუ არა მშენებლობა გაცემულ ნებართვებს და საერთოდ დასრულდება თუ არა პროექტი.

შესაბამისად, იურიდიული შემოწმების დროს ყურადღება სწორედ იმ საფრთხეებზე უნდა გამახვილდეს, რაც კონკრეტულ ქონებას ახასიათებს. მეორადი ბინის ყიდვისას აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთრების ისტორიასა და ბინის რეალურ იურიდიულ მდგომარეობაზე. მშენებარე ბინისას კი — თავად სამშენებლო კომპანიასა და პროექტის საიმედოობაზე. დეველოპერებთან დაკავშირებული რისკების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში [ბათუმში უძრავი ქონების ყიდვის შესახებ] — ეს პრინციპები ზუსტად ასევე მოქმედებს თბილისის მშენებარე ობიექტებზეც.

ნაბიჯი 3: ნასყიდობის ხელშეკრულება

ქართული კანონმდებლობით, უძრავი ქონების ყიდვა მარტივი წერილობითი ხელშეკრულებით არის შესაძლებელი. თბილისში ბინის ყიდვისას სწორედ შედგენილი და თქვენს უსაფრთხოებაზე მორგებული ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს: ბინის ზუსტ საკადასტრო კოდს, რეალურ და სრულ ფასს (საგადასახადო მიზნებით დაბალი ფასის ჩაწერა სერიოზულ პრობლემას შეგიქმნით ბინის სამომავლო გაყიდვისას), თანხის გადახდისა და ბინის ჩაბარების მკაფიო პირობებს, ხარჯების სამართლიან გადანაწილებასა და თქვენი დაცვის მექანიზმებს, თუ გამყიდველმა პირობა დაარღვია.

ამასთან, აუცილებლად მოითხოვეთ ხელშეკრულების ორენოვანი ვერსია. ხელშეკრულებაზე მხოლოდ ქართულად ხელის მოწერა (როცა ტექსტი არ გესმით) ამ ბაზარზე ყველაზე გავრცელებული და იოლად აცილებადი შეცდომაა.

ნაბიჯი 4:  უსაფრთხო გადახდა და თანხების გადარიცხვა

ანგარიშსწორება უნდა სტრუქტურირდეს იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს საკუთრების უფლების გადაცემის პროცესს. თბილისში ტრანზაქციებისას ფართოდ გავრცელებული დაცვის მექანიზმები მოიცავს: ერთობლივი რეგისტრაციის მომენტში ანგარიშსწორებას, თანხების გადანაწილებას უფლების გადაცემამდე და მის შემდგომ პერიოდებზე, ხოლო მხარეთა შორის შეთანხმების შემთხვევაში — ესქრო (escrow) ტიპის ანგარიშსწორების მექანიზმებს. გარდა ამისა, საბანკო პროცედურები ადრეულ ეტაპზევე უნდა დაიგეგმოს: ქართული ბანკები შემოსულ საერთაშორისო გადარიცხვებზე იყენებენ თანხების წარმოშობის წყაროსა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) შემოწმებას, ხოლო მოქმედი მოთხოვნები განსხვავდება ბანკისა და მყიდველის მოქალაქეობის მიხედვით. მყიდველებს, რომელთაც სჭირდებათ ადგილობრივი ანგარიში, შეუძლიათ იხილონ ჩვენი სტატია საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვა სრულად საზღვარგარეთიდან ხორციელდება, მთლიანი ტრანზაქცია — მათ შორის ანგარიშსწორების კოორდინაცია — შესაძლებელია ჩატარდეს მინდობილობის საფუძველზე. იხილეთ უძრავი ქონების დისტანციურად შეძენა საქართველოში.

ნაბიჯი 5: რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

ხელმოწერილი ხელშეკრულება, თავისთავად, არ ანიჭებს საკუთრების უფლებას მყიდველს საქართველოს კანონმდებლობით - საკუთრება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას.

მხარეებს ხელშეკრულება შეაქვთ იუსტიციის სახლში; სტანდარტული რეგისტრაცია სრულდება დაახლოებით ოთხ სამუშაო დღეში, ხოლო დაჩქარებული სერვისით - იმავე დღეს, შედარებით მაღალი საფასურის სანაცვლოდ. ამის შემდეგ მყიდველი ფლობს ელექტრონულ ამონაწერს, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

რეგისტრაცია ასევე შეიძლება შეჩერდეს ან უარყოფილ იქნას (არასწორი პირადობის დოკუმენტები, ხარვეზიანი მინდობილობა, საკადასტრო უზუსტობები). ხარვეზის გამოსასწორებლად გამოყოფილია შეზღუდული ვადა.

გჭირდებათ დახმარება საკუთრების რეგისტრაციაში? MB Legal იზრუნებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე და დაგეხმარებათ პროცესის სწრაფად და სწორად დასრულებაში.

დაგვიკავშირდით/mb-btn]

 

განსაკუთრებული შემთხვევა: ძველი ქალაქი და ისტორიული თბილისი

თბილისში ყველაზე გამორჩეული ესთეტიკის მქონე ქონებები ყველაზე მეტი სამართლებრივი სირთულით ხასიათდება. ისტორიულ ზონებში მდებარე შენობებსა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტებზე ვრცელდება ისეთი ვალდებულებები, რომლებიც არ მოქმედებს ჩვეულებრივ საცხოვრებელ ქონებაზე, მათ შორის: კონსტრუქციული ცვლილებების შეზღუდვები, სარემონტო და ფასადის სამუშაოების სპეციალური სანებართვო მოთხოვნები და, ცალკეულ შემთხვევებში, მესაკუთრისათვის დაკისრებული ქონების მოვლა-პატრონობის პოზიტიური ვალდებულებები.

გარდა ამისა, ძველი ქალაქის საბინაო ბაზარზე განსაკუთრებით ხშირია ცნობილი ტიპის სამართლებრივი ნაკლი: ათწლეულების წინ აშენებული არაოფიციალური მიშენებები, საერთო ეზოები გაურკვეველი თანასაკუთრებითა და კონსტრუქციული მდგომარეობა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უსაფრთხოებას, ასევე ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობას. ვიზუალური მიმზიდველობა არ წარმოადგენს სამართლებრივი შესაბამისობის საიმედო ინდიკატორს; შესაბამისად, ისტორიული ქონების შეძენისას სამართლებრივი სტატუსის გადამოწმებას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ფიზიკურ დათვალიერებასთან შედარებით.

თბილისში ბინის ყიდვის ხარჯები და გადასახადები

საქართველოს კანონმდებლობით, ბინის ყიდვისას არანაირი დამატებითი შესყიდვის გადასახადი ან  მოსაკრებელი არ არსებობს, რის გამოც თბილისში გარიგების ფორმალური ხარჯები საკმაოდ დაბალია. მყიდველმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ხარჯები: საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური (დამოკიდებულია სისწრაფეზე), თარგმანისა და ნოტარიუსის ხარჯები (საჭიროებისამებრ), იურისტის მომსახურების ანაზღაურება, ხოლო ყიდვის შემდეგ — მესაკუთრის გადასახადები: ყოველწლიური ქონების გადასახადი ოჯახური შემოსავლის მიხედვით და საშემოსავლო გადასახადი ბინის გაქირავებიდან. თუ საცხოვრებელ ბინას ყიდვიდან 2 წლის განმავლობაში გაყიდით, ნამატ (მოგებულ) თანხაზე 5%-იანი გადასახადი დაგერიცხებათ; 2 წლის შემდეგ კი გაყიდვა გადასახადისგან თავისუფლდება. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ ჩვენს სტატიაში [საქართველოში უძრავი ქონების გადასახადების შესახებ].

აუცილებელია თუ არა იურიდიული წარმომადგენლობა თბილისში ქონების ყიდვისას?

საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს იურისტის ჩართულობას ქონების ყიდვის პროცესში - რეესტრი დაარეგისტრირებს ნებისმიერ ფორმალურად სწორ ნასყიდობას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მისი პირობები მყიდველისთვის საზიანო.

მყიდველისთვის იურისტის აყვანა ცვლის იმას, თუ ვისი ინტერესებია დაცული - რაც არსებითია იმ ბაზარზე, სადაც აგენტი, როგორც წესი, მოქმედებს გამყიდველის სასარგებლოდ, ხოლო ხელშეკრულება სავალდებულო ხდება ხელმოწერისთანავე.

MB Legal წარმოადგენს ექსკლუზიურად მყიდველებს და არ მოქმედებს გამყიდველების სახელით. ჩვენი ლიცენზირებული ქართველი ადვოკატები მუშაობენ ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე. ჩვენ ვამოწმებთ საკუთრების უფლებასა და ისტორიას, ვატარებთ კონტრაჰენტების სამართლებრივ აუდიტს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ხელშეკრულებაზე, ვადგენთ გადახდის სტრუქტურას და ვმართავთ რეგისტრაციის პროცესს.

გთხოვთ, იხილოთ ჩვენი უძრავი ქონების იურიდიული მომსახურება საქართველოში.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი ხანი სჭირდება თბილისში ბინის ყიდვას?

მეორადი ბინის ყიდვისას, პროცესი მოლაპარაკებიდან ქონების რეესტრში საბოლოო გაფორმებამდე დაახლოებით ორ კვირა გრძელდება: რამდენიმე სამუშაო დღე გრძელდება იურიდიული შემოწმება და ხელშეკრულების მომზადება, ხოლო საჯარო რეესტრში გაფორმებას დაახლოებით 4 სამუშაო დღე სჭირდება (ან იმავე დღეს, დაჩქარებული სერვისით). მშენებარე (Off-plan) ბინების შემთხვევაში კი ვადები სრულად არის დამოკიდებული კონკრეტული სამშენებლო პროექტის გრაფიკზე.

შეიძლება თუ არა თბილისში ბინის ყიდვა დისტანციურად?

დიახ. ბინის ყიდვა სრულად დისტანციურად არის შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა სწორად დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც თქვენი წარმომადგენელი მოაწერს ხელს ხელშეკრულებას და ბინას თქვენს სახელზე დაარეგისტრირებს, ხოლო თანხას პირდაპირ გამყიდველს გადაურიცხავთ. ვრცლად იხილეთ სტატიაში უძრავი ქონების დისტანციურად ყიდვა საქართველოში.

რა არის საჯარო რეესტრის ამონაწერი?

ამონაწერი არის საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ჩანს ბინის ამჟამინდელი პატრონი და ყველა არსებული შეზღუდვა — იპოთეკა, ყადაღა თუ საგადასახადო გირავნობა. ეს იურიდიული შემოწმების საწყისი წერტილია; თუმცა, თბილისის ძველი ბინების ყიდვისას ამონაწერი მხოლოდ დღევანდელ სურათს გვიჩვენებს, რის გამოც აუცილებელია ბინის საკუთრების მთელი ისტორიის სიღრმისეული გამოკვლევა.

იხდიან თუ არა უცხოელები უფრო მეტ გადასახადს ვიდრე საქართველოს მოქალაქეები თბილისში ბინის ყიდვისას?

არა. საგადასახადო პირობები უცხოელებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად იდენტურია: ბინის ყიდვისას არცერთ მხარეს არ ეკისრება დამატებითი გადასახადი, საჯარო რეესტრის საფასური იგივეა და შემდგომი გადასახადებიც (ქონების თუ გაქირავების) ერთნაირად მოქმედებს. განსხვავება შეიძლება იყოს მხოლოდ თქვენი ოჯახის წლიურ შემოსავალში (რაც მოქმედებს ქონების გადასახადზე) ან უცხოეთიდან თანხის გადმორიცხვისას ბანკების მიერ დაწესებულ შემოწმებებში.

უსაფრთხოა თუ არა თბილისში მშენებარე ბინის ყიდვა?

დიახ, უსაფრთხოა, თუ პროცესს სწორად და საფუძვლიანად წარმართავთ. მშენებარე ბინის ყიდვისას მთავარი რისკები თავად სამშენებლო კომპანიასა და პროექტს უკავშირდება — დეველოპერის გადახდისუნარიანობა, სასამართლო დავები, მშენებლობის ნებართვები, მიწის საბუთები და უკვე ჩაბარებული პროექტების ხარისხი აუცილებლად უნდა შემოწმდეს თანხის გადარიცხვამდე.

ყიდულობთ ბინას თბილისში? შეამოწმეთ საბუთები ხელმოწერამდე

ახალი ამონაწერი და ხელშეკრულების პროფესიონალური ანალიზი თბილისში ბინის ყიდვისას წარმოქმნილი პრობლემების უმეტესობას სრულად აგარიდებთ. MB Legal-ის თბილისის გუნდი გთავაზობთ შესყიდვის სრულ იურიდიულ მხარდაჭერას — შემოწმებას, ხელშეკრულების მომზადებას, გადახდის უსაფრთხო სტრუქტურირებასა და რეესტრში გაფორმებას — ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენებზე. [დაჯავშნეთ კონსულტაცია უძრავი ქონების ყიდვაზე].

ბინას ზღვაზე ყიდულობთ? იქ სრულიად სხვა რისკებია — გაეცანით ჩვენს სპეციალურ გზამკვლევს ბათუმში უძრავი ქონების ყიდვის შესახებ.

[mb-btn url="https://themblegal.com/ge/en/contact-us/"]მიიღეთ უფასო კონსულტაცია

დაუკავშირდით ჩვენს გუნდს, რათა მიიღოთ თქვენს საქმეზე მორგებული და პროფესიონალური კონსულტაცია!

bg1

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

უფასო იურიდიული კონსულტაცია

MB Legal-ში მიგვაჩნია, რომ ხარისხიანი იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ პოტენციურ კლიენტებს ვთავაზობთ პირველად უფასო კონსულტაციას. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, დეტალურად განიხილოთ თქვენი სამართლებრივი საკითხები გამოცდილ იურისტთან და თანამშრომლობის დაწყებამდე მიიღოთ თქვენი საკითხის წინასწარი შეფასება.

ჩვენი უახლესი ბლოგ პოსტები

საქართველოს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე - 2025-2026 წლის გზამკვლევი

საქართველოს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე - 2025-2026 წლის გზამკვლევი

მიიღეთ 5-წლიანი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა საქართველოში უძრავი ქონების საფუძველზე. გაეცანით მოთხოვნებს, დოკუმენტაციას, ხარჯებსა და იურიდიულ დეტალებს.