უძრავი ქონების დისტანციურად ყიდვა საქართველოში: რა არის შესაძლებელი სამართლებრივად

Обновлено:

ყოველწლიურად ათასობით უცხოელი ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში; მათგან საკმაოდ დიდი ნაწილი ტრანზაქციის დასრულებამდე ქვეყანაში საერთოდ არ ყოფილა. საქართველოს კანონმდებლობა იძლევა უძრავი ქონების სრულიად დისტანციურად შეძენის შესაძლებლობას. თუმცა, დისტანციური ყიდვისას ყველა რისკი ერთ დოკუმენტსა და ერთ ადამიანზე გადის: მინდობილობასა და იმ პირზე, ვისაც მას ანდობთ. ეს სტატია ხსნის, თუ როგორ მუშაობს დისტანციური შესყიდვის სამართლებრივი მხარე და როგორ უნდა დააზღვიოთ შესაძლო რისკები. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას .

წინამდებარე სტატიაში განმარტებულია დისტანციური ყიდვის სამართლებრივი მექანიზმები და ის, თუ როგორ შეიძლება ასეთი რისკების სწორად მართვა.

შეგიძლიათ თუ არა საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა დისტანციურად?

საქართველოს კანონმდებლობა იძლევა უძრავი ქონების შეძენის სრულად წარმომადგენლობის მეშვეობით, სათანადოდ გაფორმებული მინდობილობის („PoA“) საფუძველზე განხორციელების საშუალებას. თქვენს უფლებამოსილ წარმომადგენელს შეუძლია მყიდველის სახელით ხელი მოაწეროს ნასყიდობის ხელშეკრულებას და უზრუნველყოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო შესასყიდი თანხა მყიდველის მიერ პირდაპირ გამყიდველის ანგარიშზე ირიცხება. აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენს: პირველი — სათანადო წესით შედგენილი და ლეგალიზებული მინდობილობა, და მეორე — ისეთი წარმომადგენლის შერჩევა, რომლის მიმართაც მყიდველს აქვს მყარი და საფუძვლიანი ნდობა. 

დისტანციური ყიდვის პროცესი: მინდობილობის მექანიზმი 

მინდობილობა არის ის სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც წარმომადგენელს ენიჭება უფლებამოსილება, იმოქმედოს მყიდველის სახელით საქართველოში. დისტანციური შესყიდვის კონტექსტში, პროცესი, როგორც წესი, შემდეგნაირად მიმდინარეობს: 

  1. მინდობილობის შედგენა: მინდობილობა მზადდება ქართული კანონმდებლობის დაცვით და მასში დეტალურად გაწერება ყველა ის უფლება, რასაც თქვენს წარმომადგენელს ანიჭებთ.
  2. ხელმოწერა საზღვარგარეთ: ხელს აწერთ თქვენსავე ქვეყანაში, ადგილობრივ ნოტარიუსთან.
  3. დამოწმება (აპოსტილი/ლეგალიზაცია): მინდობილობა მოწმდება აპოსტილით (თუ ქვეყანა ჰააგის კონვენციის წევრია) ან გადის საკონსულო ლეგალიზაციას.
  4. საქართველოში გამოგზავნა: ორიგინალი იგზავნება საქართველოში, ითარგმნება ქართულად და თარგმანი მოწმდება ნოტარიუსთან.
  5. გარიგების დადება: წარმომადგენელი თქვენი სახელით აფორმებს ხელშეკრულებას, მიდის იუსტიციის სახლში და ბინას თქვენს სახელზე არეგისტრირებს.

საბოლოო ეტაპი: ამ პროცესისთვის ასევე დაგჭირდებათ თქვენი პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. რეგისტრაციის დასრულებისთანავე იღებთ ელექტრონულ ამონაწერს, რაც თქვენი საკუთრების ოფიციალური დაასტურებაა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მინდობილობის ფარგლები და შეზღუდვები

მინდობილობის უფლებამოსილების ფარგლები და შეზღუდვები

მინდობილობა სწორედ იმით არის მოსახერხებელი, რომ თქვენს წარმომადგენელს თქვენ გარეშე მოქმედების უფლებას აძლევს. შესაბამისად, დოკუმენტში გაწერილი უფლებების ფარგლები თქვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. დისტანციური ყიდვისას სწორად შედგენილი მინდობილობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ზუსტად მიუთითებდეს გარიგების ობიექტს — სასურველია კონკრეტული ბინის საკადასტრო კოდით, ხოლო თუ ბინა ჯერ არ აგიჩევიათ, მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმებით;
  • აწესებდეს ფასის ზედა ზღვარს (ლიმიტს), რაზე მეტის გადახდის უფლებაც წარმომადგენელს არ ექნება;
  • გამორიცხავდეს ზედმეტ უფლებებს, რომლებიც ამ ყიდვისთვის საჭირო არ არის (მაგალითად: თანხის მიღება, ბინის ხელახლა გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა ან გაჩუქება);
  • თითოეულ პროცესს საზღვრავდეს კონკრეტული ვადით, რაც ემთხვევა ყიდვის სავარაუდო დასრულების თარიღს; და
  • იტოვებდეს გაუქმების უფლებას, რომლის პროცედურაც წინასწარ გექნებათ გადამოწმებული.

უძრავი ქონების დისტანციური შესყიდვისთვის დამახასიათებელი რისკები და მათი შემცირება

მყიდველები, რომლებიც ქონებას დისტანციურად იძენენ, სამი ძირითადი რისკის წინაშე დგანან:

  1. პირადი დათვალიერების შეუძლებლობა: მყიდველი ვერ ახერხებს ბინის, შენობის, მიმდებარე ტერიტორიის ან გამყიდველის პირადად შემოწმებას. მარკეტინგის პროცესში მოწოდებული ფოტო და ვიდეო მასალები, როგორც წესი, მომზადებულია გაყიდვით დაინტერესებული პირების მიერ.
  2. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება: მინდობილობის მფლობელმა შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს მასზე მინიჭებული უფლებამოსილება ან ტრანზაქცია განახორციელოს ჯეროვანი ყურადღების გარეშე.
  3. თანხების დისტანციური გადარიცხვა: თანხები იგზავნება საერთაშორისო გადარიცხვით ისეთ გარიგებაში, რომელზეც მყიდველს არ აქვს პირდაპირი ზედამხედველობის შესაძლებლობა.

აუცილებელი საკონტროლო მექანიზმები არ არის რთული, თუმცა მათი გათვალისწინება სავალდებულოა:

  • ტრანზაქციის ყველა არსებითი ასპექტის დამოუკიდებელი შემოწმება;
  • მკაცრად განსაზღვრული ფარგლების მქონე მინდობილობის გაცემა პროფესიონალზე (იურისტზე) და არა საბროკერო აგენტზე ან პირად ნაცნობზე;
  • გადახდის ისეთი სტრუქტურა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

ჩვენი გამოცდილებით, დისტანციური შესყიდვებისას წარმოქმნილი უარყოფითი შედეგების უმრავლესობა გამოწვეულია ფართო უფლებამოსილების მქონე მინდობილობის გაცემით პირად ნაცნობებზე და არა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებზე.

სამართლებრივი აუდიტი (Due Diligence) მყიდველის არყოფნისას

ფიზიკური მანძილი სულაც არ ამცირებს იურიდიული შემოწმების აუცილებლობას — პირიქით, მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. თქვენი ინტერესების დამცველი იურისტის აყვანა, სინამდვილეში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ადგილზე გყავთ დამოუკიდებელი წარმომადგენელი, რომელიც ყველაფერს დეტალურად გადაგიმოწმებთ :

  • რეესტრის გადამოწმება: საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერის მოპოვება, რომელიც ადასტურებს ქონების რეალურ მესაკუთრეს და ავლენს მასზე რეგისტრირებულ ნებისმიერ იპოთეკას, საგადასახადო გირავნობასა თუ ყადაღას.
  • გამყიდველისა და დეველოპერის გადამოწმება: ვინაობის, მოვალეთა რეესტრში სტატუსისა და სასამართლო დავების ისტორიის დადასტურება, ხოლო მშენებარე (off-plan) ქონების შემთხვევაში — შესაბამისი ნებართვებისა და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების გადამოწმება.
  • ფიზიკური დათვალიერება: ქონების ან მშენებლობის ადგილზე პირადად ვიზიტი, მყიდველისთვის ფოტო და ვიდეო ანგარიშგების მიწოდებით.
  • ხელშეკრულების ანალიზი: ორენოვანი ხელშეკრულების გადამოწმება იმგვარად, რომ მყიდველს შეეძლოს მისი პირობების წაკითხვა და გააზრება ხელმოწერის უფლებამოსილების გაცემამდე.

შესაბამისად, სწორი კითხვა ის კი არ არის, ენდობით თუ არა გამყიდველს, არამედ ის, თუ ვინ გადაამოწმა ეს საკითხები დამოუკიდებლად მყიდველის სახელით. თუ პასუხია, რომ გადამოწმება უშუალოდ გამყიდველის აგენტმა განახორციელა, ჩაითვალეთ, რომ სამართლებრივი აუდიტი (due diligence) ჯერ საერთოდ არ ჩატარებულა.

თანხების უსაფრთხოდ გადარიცხვა საზღვარგარეთიდან

თანხის გადარიცხვა ხშირად ის კრიტიკული მომენტია, რომელზეც დისტანციური გარიგების ბედი იჭრება. ბინის შესასყიდი თანხა, როგორც წესი, ირიცხება საბანკო გადარიცხვით პირდაპირ გამყიდველთან — თქვენი წარმომადგენელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შუამავალი ფინანსურ ტრანზაქციაში. ამასთან, ქართული ბანკები მკაცრად ამოწმებენ უცხოური გადარიცხვებისას თანხის წარმოშობის წყაროსა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) ნორმებს. ამიტომ, გადარიცხვის დაწყებამდე წინასწარ უნდა მოამზადოთ თანხის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ნასყიდობის ხელშეკრულება.

თქვენი ფინანსები რომ დაზღვეული იყოს, გადახდა კონკრეტულ ეტაპებს უნდა დაუკავშიროთ: არცერთი თეთრი არ უნდა გადაირიცხოს იურიდიული შემოწმების დასრულებამდე, ხოლო ძირითადი თანხის გადახდა უშუალოდ საჯარო რეესტრში ბინის თქვენს სახელზე დარეგისტრირების მომენტს უნდა დაემთხვეს. თუ მხარეები შეთანხმდებიან, დამატებითი უსაფრთხოებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ესქრო (დეპონირების) ანგარიში. თუ ტრანზაქციისთვის ან შემდგომი მოხმარებისთვის ადგილობრივი საბანკო ანგარიშის გახსნა გსურთ, გაეცანით ჩვენს დეტალურ სტატიას საქართველოში ანგარიშის გახსნის შესახებ.

ბინის დისტანციურად ყიდვა უცხოელებისა და დსთ-ის მოქალაქეებისთვის 

ბინებისა და კომერციული ფართების ყიდვისას უცხოელებს ზუსტად ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს; ერთადერთი შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოქმედებს. რუსეთისა და დსთ-ის სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყიდვის იურიდიული უფლება იგივეა — მთავარი განსხვავება გადახდის პროცესშია. ასეთ გადარიცხვებზე ბანკების მხრიდან დაწესებული მკაცრი შემოწმება (კომპლაენსი) მოითხოვს, რომ წინასწარ დეტალურად გაწეროთ თანხის გადმორიცხვის გზა და მოამზადოთ ყველა საჭირო საბუთი. ამასთან, თუ ქონების ღირებულება კანონით დადგენილ ზღვარს აღემატება, მან შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს საქართველოში ბინადრობის უფლების (VNP) მიღებას. უძრავი ქონებით ბინადრობის მიღების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სპეციალურ გზამკვლევში საინვესტიციო ბინადრობის შესახებ. 

ხშირად დასმული კითხვები

აუცილებელია თუ არა საქართველოში ჩამოსვლა ბინის საყიდლად?

არა. თითოეული ნაბიჯი — იურიდიული შემოწმება, ხელმოწერა, თანხის გადარიცხვა და რეესტრში გაფორმება — სრულად დისტანციურად, საქართველოში ჩამოუსვლელად არის შესაძლებელი, თუ გაქვთ სწორად დამოწმებული მინდობილობა. მიუხედავად ამისა, ბევრი მყიდველი მაინც ირჩევს ჩამოსვლას ყიდვის დასრულებამდე, ხოლო მშენებარე ბინის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა იურისტმა ობიექტი ადგილზე პირადად შეამოწმოს.

შეუძლია თუ არა მყიდველის იურისტს, მყიდველის ნაცვლად მოაწეროს ხელი გარიგებას?

დიახ. მინდობილობის საფუძველზე, თქვენს იურისტს შეუძლია ხელი მოაწეროს ნასყიდობის ხელშეკრულებას, შეიტანოს საბუთები იუსტიციის სახლში და ბინა თქვენს სახელზე დაარეგისტრიროს. დისტანციურად ყიდვისას ყველაზე უსაფრთხოა, მინდობილობა ანდოთ ლიცენზირებულ იურისტს, რომელიც მხოლოდ თქვენს ინტერესებს იცავს, და არა მაკლერს ან უბრალოდ ნაცნობს.

მოქმედებს თუ არა საზღვარგარეთ გაკეთებული მინდობილობა საქართველოში?

დიახ, თუ მას სათანადო იურიდიული დამოწმება აქვს. საზღვარგარეთ შედგენილ მინდობილობას სჭირდება ნოტარიუსის დამოწმება თქვენსავე ქვეყანაში, შემდეგ აპოსტილი (თუ ქვეყანა ჰააგის კონვენციის წევრია) ან საკონსულო ლეგალიზაცია, საქართველოში ჩამოტანის შემდეგ კი — ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

როგორ უნდა გადაირიცხოს ყიდვისთვის საჭირო თანხა?

საერთაშორისო საბანკო გადარიცხვით, პირდაპირ გამყიდველის ანგარიშზე. გაითვალისწინეთ, რომ ბანკები აუცილებლად მოითხოვენ თანხის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და შესაბამისობის შემოწმებას, რისთვისაც დოკუმენტები წინასწარ უნდა გქონდეთ მზად. გადახდა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს — იურიდიული შემოწმების გავლისა და რეესტრში რეგისტრაციის პარალელურად. არასდროს გადარიცხოთ ბინის ნასყიდობის საფასური კერძო პირის პირად ანგარიშზე!

ყიდულობთ უძრავ ქონებას საზღვარგარეთიდან? დაიქირავეთ წარმომადგენელი ადგილზე

MB Legal გთავაზობთ დისტანციური შესყიდვის სრულ იურიდიულ მხარდაჭერას: ჩვენ ვადგენთ მინდობილობას, დეტალურად ვამოწმებთ ქონებასა და გამყიდველს, ვათვალიერებთ ობიექტს ადგილზე, ვაფორმებთ გარიგებას და ვარეგისტრირებთ ბინას თქვენს სახელზე. პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ანგარიშს მოგაწვდით თქვენთვის სასურველ — ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენაზე. სრული ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს სტატიას [როგორ ვიყიდოთ უძრავი ქონება საქართველოში] ან გადადით [უძრავი ქონების იურიდიული მომსახურების] გვერდზე და დაჯავშნეთ კონსულტაცია.

დაუკავშირდით ჩვენს გუნდს, რათა მიიღოთ თქვენს საქმეზე მორგებული და პროფესიონალური კონსულტაცია!

bg1

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

უფასო იურიდიული კონსულტაცია

MB Legal-ში მიგვაჩნია, რომ ხარისხიანი იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ პოტენციურ კლიენტებს ვთავაზობთ პირველად უფასო კონსულტაციას. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, დეტალურად განიხილოთ თქვენი სამართლებრივი საკითხები გამოცდილ იურისტთან და თანამშრომლობის დაწყებამდე მიიღოთ თქვენი საკითხის წინასწარი შეფასება.

ჩვენი უახლესი ბლოგ პოსტები